მადრიდის რეალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ნახევარფინალიდან ჩაერთვება. რეალი მეხუთედ შეეცდება ტურნირის მოგებას.
მადრიდელებმა ფიფას ტურნირი 2014, 2016, 2017 და 2018 წლებში მოიგეს.
ნახევარფინალში რეალის მეტოქე ეგვიპტური ალ აჰლი იქნება.
დრო და ლოკაცია
- შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაწყება.
- პრინც მოულაი აბდელას სახელობის არენა;
ალ აჰლი
ეგვიპტური გუნდი პირველივე რაუნდიდან ჩაერთო ტურნირში და ორი ეტაპი უკვე გაიარა. ჯერ ოკლენდ სიტი დაამარცხეს 3:0, შემდეგ კი სიეტლი – 1:0.
მარსელ კოლერის გუნდი ზედიზედ მესამედ თამაშობს ამ ტურნირზე და ეგვიპტის ჩემპიონატშიც ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს.
ალ აჰლის არასდროს მოუგია ფიფას საკლუბო ჩემპიონატი, თუმცა, ეს არის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი, ოცი შეხვედრა აქვს ამ ტურნირზე ჩატარებული.
Good vibes only 😍❤️#ClubWC#YallaYaAhly pic.twitter.com/uIkAvnP0T2
— Al Ahly SC 🇬🇧 (@AlAhlyEnglish) February 7, 2023
მადრიდის რეალი
გუნდი ცოტა ცუდ ხასიათზეა, ლა ლიგაში საქმე გაირთულა, ბარსელონა წინ 8 ქულით გაუშვა. ლა ლიგის ეგიდით კლასიკო მარტშია ჩანიშნული, თუმცა, მანამდე კოპა დელ რეიზე მოუწევთ ბარსასთან ნახევარფინალის თამაში.
არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონთა ლიგა და ლივერპული. მოკლედ, რეალს მძიმე კალენდარი აქვს.
“მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაში ნიშნავს იმას, რომ აქამდე ყველაფერი კარგად გავაკეთეთ”, – თქვა კარლო ანჩელოტიმ.
💬 @MrAncelotti: “Playing in the Club World Cup means we've done well."#ClubWC pic.twitter.com/t2aQiX9pPV
— Real Madrid C.F. 🇬🇧🇺🇸 (@realmadriden) February 7, 2023
მოსალოდნელია, რომ რეალი ბენზემას, მენდის, აზარისა და ვასკესის გარეშე ითამაშებს.