ბეტა ვერსია

13 ქულით წინ – ნაპოლიმ რომა დაამარცხა

შეგიძლიათ მიულოცოთ, უკვე ჩემპიონები არიან”, – ეს სიტყვები ჟოზე მოურინიუმ მატჩის წინ თქვა, მატჩის შემდეგ კი ნაპოლის უპირატესობა უახლოეს მდევართან 13 ქულამდე გაიზარდა.

თამაში ნაპოლის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით 2:1 დასრულდა. უნდა ითქვას, რომ რთული შეხვედრა გამოდგა.

ავადმყოფობის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, სერია ა-ს საუკეთესო დუეტმა პირველივე წუთებიდან შეუტია რომას და გოლიც მათი კომბინაციით გავიდა, – ხვიჩას ჩაწოდების შემდეგ ოსიმენმა ბურთი ლამაზად დაამუშავა და ბრწყინვალე გოლი შეაგდო.

ელ შაარავიმ 75-ე წუთზე გაათანაბრა. სპალეტის ცვლილებებმა თავიდან ცუდი შედეგი გამოიღო, თუმცა, საბოლოოდ მაინც გამარჯვებული დარჩა, მისმა შემოყვანილმა ჯიო სიმეონემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ნაპოლი ინტერს უკვე 13 ქულით უსწრებს.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.
მეტი სიახლე

Access our streaming platform

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე