საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 30 ივნისს კიოლნში გაიმართება.
შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
საერთოდ არ მახსოვს მატჩის წინ ფეხბურთელებს რა ვუთხარი, მაგრამ აქცენტი დისციპლინაზე მქონდა, განსაკუთრებით ბურთით ყოფნის დროს. დღეს ფეხბურთელებმა მოლოდინს გადააჭარბეს.
რთულია შევადარო ჩემი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერა. ვამაყობ რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ.
როცა პატარა გუნდი თამაშობს ჩემპიონატზე დასაკარგი არაფერია. ევროს წინ ვთქვით რომ აქ სიამოვნებისთვის ჩამოვედით. რთულია გრანდებისთვის, მათთვის წნეხი ძალიან დიდია, საქართვლოს მსგავს პატარა ქვეყნებს კი სხვა გამოწვევები აქვს.
კიტეიშვილის დაბრუნებამ, რა თქმა უნდა ძალიან გაგვაძლიერა. ტრავმის გამო წინა თამაშები გაუცდა, ახლა კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის აუცილებლად უნდა თამაშობდეს ტოპ ლიგაში. მე უკვე ვთქვი რომ აქ მოხვედრა უკვე იყო ჩვენი მაქსიმუმი. ფეხბურთში რამის პროგნოზირება რთულია.
თუ გულახდილად გაინტერესებთ, სანამ მთავარმა მსაჯმა არ დაუსტვინა მანამდე არ მიფიქრია გამარჯვებაზე. ფეხბურთში ყველაფერი ხდება.