სარჩევი
საქართველო vs ჩეხეთი LIVE TEXT ჰამბურგიდან | Setanta Sports

საქართველო vs ჩეხეთი – Live Text ჰამბურგის ფოლკსპარკშტადიონიდან. ეს სტატია პრესკონფერენციების დასრულებამდე განახლებადი იქნება.

F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთს 0 ქულა აქვთ. შესაბამისად ორივე გუნდი ჯგუფიდან გასვლის შანსის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

საქართველო vs ჩეხეთი – Live Text ჰამბურგიდან

დორტმუნდის BVB არენისგან განსხვავებით ჰამბურგში ქომაგებს შორის სხვა ვითარებაა. ქართველი გულშემატკივარი ჩეხებს რაოდენობაში აღემატება, თუმცა არც ცენტრალური ევროპელები დუმან და საკმაოდაც ხმაურობენ. ტრიბუნაზეც საინტერესო დუელი გველის.

საქართველო 1-1 ჩეხეთი

საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. პრესკონფერენციებსა და მიქს ზონაში გაკეთებულ კომენტარებს Setanta Sports-ის ბლოგსა და სოციალური ქსელის გვერდებზე ნახავთ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა.

საქართველო vs ჩეხეთი – მეორე ტაიმი

18:58

BIG CHANCE

საბა ლობჟანიძეს გატანა მართებდა. სამწუხაროა. სამი ქულის ნაცვლად ქულა ავიღეთ.

18:56

ქოჩორაშვილს დრო ტექნიკურად გაჰყავდა, თუმცა მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

18:55

მამარდა სეივი.

18:52

ძირითად დროს 5 წუთი დაემატა. ქულაზე ვთამაშობთ. ეს განწყობას აფუჭებს.

18:50

ვილი სანიოლმა ცვლილებების ლიმიტი ამოწურა.

გიორგი ქვილითაია – გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად.

18:47

ვილი სანიოლის ცვლილებებმა თამაში განაღდებულად საქართველოს ნახევარსა და მესამედში გადმოიტანა. წინ ბურთი საერთოდ ვეღარ გვიჭირავს.

გასაგებია წინ გამქცევებად ლობჟანიძე და ჩაკვეტაძე არიან. მაგრამ დასვენებული ფორვარდი ხომ აჯობებდა.

18:44

კვარაცხელიას გამორჩეულად კარგი მატჩი ჰქონდა. იყო მსუბუქი, სხარტი და ბეევრად უფრო შედეგიანი ვიდრე თურქეთთან. მამარდაშვილსა და დავითაშვილთან ერთად საქართველოს მხრიდან საუკეთესო.

18:43

კვარაცხელიას ნაცვლად საბა ლობჟანიძე.

კვერკველიას ნაცვლად გიორგი გველესიანი.

ეს უკანასკნელი გამოსული არ იყო ყვითელი მიიღო. ასეთი უყურადღებობა არ შეიძლება. მიზეზი, მინდორზე ვადაზე ადრე შესვლა გახდა. გასაგებია მღელვარება, თუმცა მაინც.

18:42

კვარამ ორთაბრძოლაში სოუჩეკს დაასწრო და ვესტ ჰემისა და ჩეხეთის ნაკრების კაპიტანიც გააყვითლებინა.

18:39

მამარდაშვილს ბოლო ხუთ წუთში ორი რთული ბურთის მოგერიება მოუხდა. ბოლო მომენტში მინდორზე 10-ნი ვიყავით, კვარა იყო დროებით გასული დაზიანების გამო. ასეთ დროს ლოჩოშვილამდე ბურთის მიტანა, თან ჩეხების მაღალი პრესინგისას უბრალოდ არ შეიძლებოდა.

18:37

მართალია ლოჩოშვილის სახით მეორე სართულზე საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალა მიიღო, თუმცა კვარას ფლანგს სიმწვავე მოაკლდა.

18:34

ქოჩორაშვილის საუცხოო პირველმა შეხებამ ნაკრები დაცვიდან შეტევაში არაერთხელ უსაფრთხოდ ამოიყვანა.

18:32

ჩაკვეს კარგი ჩაჭრის მერე წამოწყებული კვარამ დააგვირგვინა დარტყმით. კარგად ხანია საქართველოს ნაკრებს ბურთი აღარ დაუჭერია.

18:31

მიქაუტაძეს ფიზიკურად ჯობნიან. ბუდუს ცვლილება ძალიან იკითხება.

18:28

ჩეხების ცვლილებები

ჩეხეთი ლინგრისა და იურაშეკის გამოსვლის შემდეგ შეტევაში უკეთ ათამაშდა. ცურად არც ჰლოჟეკი და ჩერნი გამოიყურებოდნენ, თუმცა ბუნდესლიგელებს შემომსვლელებმა აშკარად აჯობეს.

აქვე პატრიკ შიკი მოედანს კოჭლობით ტოვებს. მის ნაცვლად მოედანზე ჩითილი შემოვიდა.

18:27

მიქაუტაძე კარგად მოძრაობს, თუმცა ტანმაღალ ჩეხ მცვლებთან მეორე სართულზე უჭირს. იქნებ ბუდუ? ცხადია, იკითხება, თუმცა სანიოლი არ ჩქარობს.

18:26

პირველი ტაიმის მსგავსად, საქართველოს ნაკრებს გარდატეხა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქის გოლი დროის საკითხს ჰგავს.

18:25

ჩაკვეტაძე ფოლკსპარკშტადიონზე დაბრუნდა.

გიოს ჰამბურგში 6 თვის განმავლობაში ირიცხებოდა.

18:24

პასუხმაც არ დააყოვნა. ჰაერში ვითარების გამოსასწორებლად:

ლოჩოშვილი – წიტაიშვილის ნაცვლად.

ჩაკვეტაძე – დავითაშვილის ნაცვლად.

18:22

წიტაიშვილის არადამაჯერებელი თამაში საჯარიმოში. კუთხურს არაფერი მოჰყვა. წიტაიშვილის თამაში ხელით პოტენციურ შეხებაზე VAR-მა გადაამოწმა და პენალტი არ დაინიშნა.

თუმცა კუთხური გოლის იდენტურ სტილში გაათამაშა ჩეხეთმა.

18:20

1-1

დავისაჯეთ

ისევ ჰაერი, ისევ მაღალი ბურთი, ლინგრის თავური ძელს მოხვდა, ძელიდან ასხლეტილი კი პატრიკ შიკს. ჩეხეთი გააქტიურდა.

18:19

კვარას საუცხოო კონტრ შეტევა. ჩვენივე საჯარიმოდან საქართველომ ბურთი ისე წამოიღო 3-2-ზე აღმოვჩნით შეტევაში. მექვაბიშვილის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. არადა პასი იქნება საუცხოო მიქაუტაძეზე, რადგან მთელი ყურადღება ჩამრბენი კვარასკენ იყო.

კვარას დიდებული მატჩი აქვს.

18:18

საუცხოო კონტრ პრესინგი თუმცა მიქაუტაძემ პასი დროულად არ გააკეთა.

18:16

ზურიკო დავითაშვილი დაცვაშიც საუცხოოა. გოლის ტოლფასი ვარდნით საქართველოს საჯარიმოში დარტყმა დაბლოკა.

18:14

კვარამ მეტოქეს მორიგი ყვითელი მიაღებინა. მსხვერპლი ამჯერად ტომაშ ჰოლესია. ჩეხებს მარჯვენა ცენტრალური მცველი, მარჯვენა ვინგ ბექი და მარჯვენა საყრდენი გაყვითლებული ჰყავთ.

18:09

ჩეხეთი აქტიურად იწყებს, თუმცა განსაკუთრებული არაფერი.

საქართველო 1-0 ჩეხეთი საქართველომ ჩეხეთს ტაიმი მოუგო

17:48

რას აკეთბს გიორგი მამარდაშვილი?!!! დაცვაში ბეევრად მეტი კონცენტრაციაა საჭირო.

17:47

1-0

გიორგი მიქაუტაძე EURO 2024-ზე მეორე გოლი გააქვს. ერთადერთი საქართველოს ნაკრებიდან, ვინც საბერძნეთთან პენალტების სერიაში დარტყმა ვერ გაიტანა. თუმცა ახლა საჭირო დროს დამაჯერებლად შეასრულა.

17:46

ხელით თამაში, VAR და საქართველოს სასარგებლოდ პენალტი ინიშნებაა!!!!

17:45

ძნელად დასაჯერებელია

გურამ კაშიამ ძალიან ხელსაყრელი ვითარებიდან ვერ გაიტანა. სტანდარტულს ქაოსი მოჰყვა, გურამს კი სტანეკმა აუღო. თუმცა მოიცა მოიცა.

17:43

კრიეჩიმ დავითაშვილს უბრალოდ ხელი კრა და სარეკლამო ბანერს მიანარცხა. ზიბერტმა ჩეხების ვინგ ბექი დაინდო. 1 წუთში ისევ მე-18 ნომერმა ამეჯრად მიქაუტაძეს უბიძგა ხელი. კარგია, რომ დანიელ ზიბერტი დიდად კონტაქტური ფეხბურთის საშუალებას არ აძლევს მოთამაშეებს, თორემ უპირატესობას ჩეხები მიიღებდნენ.

17:41

მამარდაშვილს ბევრჯერ მოუწია კარიდან გამოსვლა. ქართველი მეკარე ამას საკმაოდ კარგად აკეთებს.

17:39

მესამე გაფრთხილება. მსაჯმა პროვოდი გააყვითლა. მიქაუტაძეს ბევრი ხვდება. საქართველოს ნაკრებმა თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანა.

17:36

კაშიამ და დვალმა უბრალოდ ერთმანეთს არ დაუძახეს. სოუჩეკმაც კარგად გააფორმა და საქართველოს კაპიტანმა ზიბერტისგან ყვითელი ბარათი მიიღო.

17:34

ჩეხეთი გადარჩა, საჯარიმოში ბურთით მექვაბიშვილი აღმოჩნდა. ამ ეპიზოდამდე 3 მომენტში თითქოს, შემტევმა მესამედში ოდნავ გაართულეს გადაწყვეტილებების მიღება.

17:33

საქართველომ ბურთი გააკონტროლა. რიგ მომენტებში კიტეიშვილის არყოფნა ძალიან იგრძნობა. ქოჩორაშვილი-მექვაბიშვილის წყვილი შეუთამაშებელია.

17:27

ბურთი არ არი.

ტაიმის შუაში ჩეხების უპირატესობა უკვე საგრძნობლად გაზრდილია. მორიგი დაკარგვა, მორიგი შეტევა და მამარდა ბურთს ხელში აფიქსირებს. ფაქტობრივად უბურთოდ ვთამაშობთ.

17:26

ზურიკო ჯერ-ჯერობით საქართველოს მხარეს საუკეთესოა. მისი და კვარას კომბინაციის მერე მცველი თამაშობს ვარდნაში კარგად.

იქვე ჩეხებმა გვიპასუხეს. ჩერნი იყო კომბინაციაში X ფაქტორი, ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ გაიტანა ჩეხეთმა.

17:25

დაზღვევაზე გადაწეულმა ლაშუკა დვალმა პატრიკ შიკს გასაქანი არ მისცა.

17:24

ეს მეორე გოლია საქართველოს ნაკრების კარში, რომელსაც VAR აუქმებს. სლოვაკეთს წამოვეწიეთ.

ჩეხეთის გოლი VAR-მა გააუქმა

17:22

Wait Wait

0-1

ჩეხეთმა გაიტანა. გოლი ადამ ჰლოჟეკის ანგარიშზე. მაგრამ ხელით თამაშის გამო ეს ბურთი გაუქმდა. ისე, ასეთი გოლი არ მინახავს, ჯერ მეკარეს მოხვედროდეს სახეში და შემდეგ შემტევს. პრინციპში, გოლიც არ იყო.

17:21

თამაში შედარებით დაწყნარდა. ეს მეტწილად იმის დამსახურებაა, რომ ჩეხებმა ბურთი მეტად დაიჭირეს და საქართველოს ნაკრებს მეტოქის მესამედში მწვავე შეჭრები აღარ აქვს.

17:18

იტალიური სკოლა

კვარამ ვლადიმირ ცოუფალს ყვითელი აკიდა. აქედან რაც ჩანდა, მგონი ცოტა გაუფორმა კიდეც.

17:17

ისე, რორი დელაპიც მოუწერდა ხელს ჩეხებს აუტებზე. ცოუფალი და კრეიჩი მინიმუმ 25 მეტრზე ისვრიან ბურთს და მუდმივად დაძაბულობას ქმნიან.

17:15

იმედია, ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ შეძახილი ქართველი ქომაგების შესრულებით კვლავ მოხვდება, ოკუპანტი ქვეყნის ტელევიზორებთან მსხდომი მაყურებლის თვალსა და ყურს.

17:13

შეტევაში 3-4-2-1-ია საქართველოს ნაკრების განლაგება. კვარაც და ზურიკოც ფლანგებისკენ მოქმედებენ, ამ განაწილებასა და ტაქტიკაში ცენტრში ალბათ ბუდუ აჯობებდა, თუმცა ვნახოთ.

17:11

კვარა საკმაოდ კარგად გამოიყურება. თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო თანაც ბურთით არაერთი მეტრი წინ იარა. კვარას თურქეთთან მატჩი? – კვარა დღეს? რა შედარებაა?!

17:09

პირველი საკამათო გადაწყვეტილება მატჩში. ზურიკო დავითაშვილი საჯარიმოში მაღალ სისწრაფეზე შევიდა და გაზონზე აღმოჩნდა. ზიბერტის სასტვენი დუმს, როგორც ჩანს არც VAR-ის ოთახიდან იყო რაიმე ნაკარნახები.

გამეორებაზე გამოჩნდა, რომ კრეიჩი წესებს მართლაც არ არღვევდა. კონტაქტი პენალტის დასანიშნად არასაკმარისი იყო.

17:07

ორივე გუნდი აქტიურად იწყებს. ტემპი ადგილზეა, პირველ ნომრად ჩეხეთი თამაშობს, თუმცა საქართველომ პირველ 7 წუთში რამდენჯერმე უკვე მწვავედ შეუტია. თუმცა ასეთივე შანსები ჰქონდათ ჩეხებსაც.

17:03

დავითაშვილი აქტიურად იწყებს, საქართველოს პირველი კუთხური აქვს.

17:02

მამარდას ორმაგი მოგერიება 10 წამის ინტერვალში.

აუტიდან ცოუფალმა ჩააწოდა. ნათელია ჩეხები ჰაერიდან ეცდებიან უპირატესობის შექმნას. მამარდაშვილმა ჰლოჟეკს რთული დარტყმა აუღო.

17:00

ჰიმნი ადგილზეა, განწყობაც, ქომაგისგანაც და გუნდისგანაც. პირველივე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ბურთის თამაშში შეყვანის თანავე შეუტია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ძირითადიდან ზურიკო დავითაშვილი დაიწყებს.

მამარდაშვილი – კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, წიტაიშვილი – ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი – კვარაცხელია, დავითაშვილი – მიქაუტაძე.

ქომაგების მსვლელობა ჰამბურგში

დილის 10:00 საათიდან ჰამბურგის ქუჩებში ქართული დროშებით, მაისურებითა და ეკიპირებით ათასობით ადამიანი გადაადგილდებოდა.

11:00 საათის შემდეგ კი შტელინგენის სადგურიდან ფოლკსპარკშტადიონამდე ქართველმა ქომაგებმა ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.