სარჩევი
საქართველო vs პორტუგალია Live Text გელზენკირხენიდან | Setanta Sports

საქართველო vs პორტუგალია – Live Text შალკეს საშინაო სტადიონიდან. ამ სტატიაში უშუალოდ გელზენკირხენის აუფშალკედან მატჩის მიმდინარეობას გავყვებით. ქრონოლოგია, ანალიზი, ხედვა და სხვა დანარჩენი რაც შეიძლება ტელე ეკრანზე თვალ-ყურს გამორჩეს.

საქართველოს ნაკრები პლეი ოფშია EURO 2024

პლეი ოფში გასვლისთვის საქართველოს მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, პორტუგალიას კი პირველი ადგილი განაღდებული აქვს.

საქართველო vs პორტუგალია Live Text

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას ტაიმი მოუგო, თანაც სტილში. კვარას მიერ გატანილი გოლი საქართველოს ნაკრების ისტორიაში მე-3 ყველაზე სწრაფი გოლია.

ეს ანგარიში საქართველოს ხელს აძლევს და პლეი ოფში გადის.

საქართველო vs პორტუგალია – მეორე ტაიმი

00:54

მორჩა მოვიგეეეთ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფშია!!!

00:53

მამარდაშვილიიი

გიროგის

00:51

მაგრად გადავრჩით, ასეთი მომენტი პორტუგალიას ამ მატჩში არ ჰქონია. საქართველო პორტუგალიის სათადარიგოებსაც უგებს და ძირითადსაც.

00:49

4 წუთიც და ისტორია დაწერილია. საქართველოს ნაკრები პლეი ოფში გავა.

მამარდააა!!!

პორტუგალიელები პენალტს ითხოვენ.

მაგრამ ხომ გვახსოვს VAR რომ ჩვენი არსობისაა. ლუქსემბურგის მატჩიდან მოყოლებული ეს იყო მე-4 გადაწყვეტილება, რომელიც VAR-მა საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.

00:44

მიქაუტაძის ფეხებშუა გატარებული პასი და ზურიკო დავითაშვილის დარტყმა მხოლოდ გარედან ხვდება ბადეს.

უმცროს დავითაშვილს პასი მართებდა. თუმცა რთული სიტუაცია იყო.

00:41

საქართველოს ნაკრები საკუთარ მესამედში ჩაჯდა, თუმცა შედეგიანად. კონტრ შეტევებზე კი დასვენებული ფეხბურთელები გაიქცევიან.

00:35

პარალელურად თურქეთი-ჩეხეთი 1-1-ია. თუკი იქ ჩეხეთმა გაიტანა, საქართველო მეორე ადგილზე გადის.

და ესპანეთის ნაცვლად ავსტრიას შეხვდება.

00:30

სად ვართ, რა ხდება?

ქართველი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრების კუთხურისას მე-3 გოლს ითხოვს. ამ სკანდირებას ნაღდად ვერავინ წარმოიდგენდა.

00:28

ტრიბუნა ჩვენია – ზღაპრის ბოლო კეთილია

თუკი პირველ ტაიმში ქომაგებს შორის თანასწორობა იყო. მეორე ტაიმში ქართველმა ქომაგმა იმძლავრა.

ამას მედია ტრიბუნაზე სახელდახელოდ გამოკითხული უცხოელი კოლეგები მიდასტურებენ.

00:24

მობილურობა, დინამიკა, დაცვიდან შეტევაში გადასვლა აბსოლუტურად ყველაფერი თავის ადგილზეა.

ასე მეტოქის ნახევარზე ატანილ ბურთს კარგი ტექნიკური უნარები ემატება და საქართველოს ნაკრები დენთის კასრს ჰგავს, რომელზეც პორტუგალია ზის.

უფრო ზუსტად უნგრეთი, რადგან ჩვენი გამარჯვებით მადიარები დაკარგავენ პლეი ოფის საგზურს.

00:22

კაკაბაძე, რომ დაშავდა კაშია გაუწყრა, რატომ არ დატოვა გვერდითი ხაზი მისივე ფლანგის მხარეს. ანუ კაკაბას შემობრუნებამდე ხომ 10-ნი ვიქნებით და ასევე, რომ შემოვა ფლანგიდან ფლანგზე მოუწევს გადასვლა.

00:!6

ერთმანეთის დაზღვევა საქართველოს ნაკრების მხარეს დღეს უმაღლეს დონეზეა. გასუფთავება, ბლოკი და უბურთოდ ზონური დაცვა.

თანაც ეს არამხოლოდ მცველებისგან, უკლებლივ ყველა უდიდეს სამუშაოს ასრულებს.

00:12

2-0

გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ

დაუჯერებელია, ღვთაებრივია, სასწაულია

ჟორჟ მიქაუტაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ჩემპიონატზე მე-3 გოლი შეაგდო.

ჟორჟის გოლს + ასისტი უკვე 4 ერთეული აქვს.

00:08

VAR ჩვენი არსობისა

ლუკა ლოჩოშვილმა საქართველოსთვის პენალტი იშოვა.

სანდრო შერერმა ეპიზოდს VAR-ზე გადახედა

00:05

საქართველო მეორე ტაიმსაც დამაჯერებლად იწყებს. შანსები იქნება შეტევაშიც, მათი გამოყენებით კი საქართველო პლეი ოფისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

00:04

ეს ისტორიაა!!!

მეორე ტაიმი დაიწყო. საქართველოს ნაკრები ჩინებულ შანსს ინარჩუნებს პლეი ოფში გასვლის.

საქართველო 1-0 პორტუგალია – პირველი ტაიმი

23:45

პირველ ტაიმს ორი წუთი დაემატა თუ არა ჟოაუ ფელიქსმა შორიდან გაისროლა. ეს მამარდას მე-3 მოგერიება იყო.

23:43

პირველი შემთხვევა, როდესაც პორტუგალიამ ზურგმოშიშვლებულ საქართველოს ნაკრებს შემოუტია. კაშია კარგად დადგა, საბოლოოდ კი პედრუ ნეტუ სიმულაციისთვის გააფრთხილეს.

23:39

შეტევაში ბურთი ფაქტობრივად არ გვიჭირავს.

23:35

სტანდარტლიდან შანსი უკვე საქართველოს ჰქონდა, თუმცა შორეული კუთხე არ ჩაიხურა. პორტუგალიელი ქომაგი უკმაყოფილოა. ბუნებრივია, მათი გუნდი ჩამორჩენაშია.

23:33

კაკაბაძე ევროს ფორმაში შეხვდა

საქართველოს ნაკრების შანსი. კაკაბაძის ბრძოლა, კვარა, ჩაკვე და ისევ კვარა, თუმცა ბურთი მხოლოდ გარედან ხვდება ბადეს.

მესამე მატჩია და ოთარ კაკაბაძე შეუცვლელად თამაშობს. საუცხოოა იყო ასე მზად ფიზიკურად.

23:28

ყვითელი ბარათი კრიშტიანუ რონალდუს ექსპრესიულობისთვის. კაპიტანს მსაჯთან საუბრის უფლება აქვს თუმცა არა ასე.

მომენტალურად ამღერდა პორტუგალიელთა ტრიბუნა რონალდუს გასამხნევებლად.

23:27

კაშიას ბურთი გამოტანისას აეჭრა, თუმცა ბურთს ვერ ფელიქსი დაეუფლა. კუთხურიდან კი ისევ ქაოსი შეიქმნა, საქართველოს ნაკრების ბადეს ბურთი მხოლოდ გარედან მოხვდა.

23:24

5-3-1-1 საქართველო უბურთოდ სწორედ ამ ფორმაციით იცავს თავს. ლუკა ლოჩოშვილს გიორგი ქოჩორაშვილი ძალიან აქტიურად ეხმარება.

ჩემ გვერდით მჯდომი მადრიდელი ჟურნალისტი დაბეჯითებით ამბობს, რომ ქოჩორა ამ ტურნირზე ყველაზე ზრდადი ფეხბურთელია.

ხელი ჩამოვართვით, რომ მომდევნო სეზონში ლა ლიგის გუნდში უნდა იყოს, თანაც საქმე ასარჩევად უნდა ჰქონდეს.

23:23

მამარდაშვილის მორიგი სეივი. გიორგიმ ბურთი ამჯერად პირდაპირ ხელში დააფიქსირა.

პორტუგალიამ მოუმატა, ბურთის გორება უკვე საქართველოს მესამედის მისადგომებთან მიდის ნაცვლად მოედნის ცენტრისა.

23:19

საკმაოდ ცხელა გელზენკირხენში. თუმცა ეს ფეხბურთელებს ხელს არ უშლის მაღალ ტემპში ერთმანეთს ფეხი აუწყონ.

23:18

მე-2 დარტყმა პორტუგალიას საქართველოს კარისკენ, თუმცა არაზუსტად.

23:16

მამარდა!!!

კრიშტიანუ რონალდუს შანსი ჯარიმიდან. 27 მეტრიდან კარში წასული ბურთი მამარდამ მოიგერიაა.

23:15

ჟორჟის სამი საგოლე მოქმედება

ჟორჟ მიქაუტაძეს ამასობაში 2 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაც დაუგროვდა. ეს კი ტურნირზე საუკეთესო შედეგია გოლს + პასის სისტემით.

23:13

გურამ კაშია კიდევ ერთხელ საიმედოდ თამაშობს. გასუფთავებაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ერთ-ერთი მოწინავეა EURO 2024.

23:10

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ძალიან თავისუფლად თამაშობენ. მთავარია ეს გამძლეობა 90 წუთის მანძილზე შევინარჩუნოთ. ამაში კი მუხტი დაგვეხმარება.

23:07

პორტუგალია აღელვებულ გუნდს არ ჰგავს. ბურთი უჭირავს, თუმცა რეალური არაფერი ყოფილა.

23:05

სიმშვიდე, სტაბილურობა, ჰო გახსოვთ?

ჰოდა, ეგ გვჭირდება ახლა. სტარტი ჩვენია. საქართველოს ნაკრები მეორე ნომრად ითამაშებს. შესაბამისად, თითოეული ჩაჭრილი ბურთი ნახევარდაცვასა და დაცვაში წინგაქცეული კვარასა და ჟორჟისთვის შანსია.

მესამე ყველაზე სწრაფი გოლი საქართველოს ნაკრების ისტორიაში

23:03

იყო კი ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი?

ალექსანდრე იაშვილის გოლი მახსოვს ოკუპანტებს რომ გაუტანა გასვლაზე. ბოროტების იმპერიას მაშინ იაშკამ მე-3 წუთზე გაუტანა. კვარას 2 წუთიც არ დასჭირდა.

რეკორდი იმავე ალექსანდრე იაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ირლანდიას პირველსავე წუთზე გაუტანა.

იმავე პირველ წუთზე გაიტანა შოთა არველაძემ ბულგარეთის წინააღმდეგ, თუმცა შოთასი მე-2 საუკეთესო შედეგია.

23:02

1-0

ეს საქართველოა!!!!!!!

მიქაუტაძე კვარა და 1-0. ზღაპრული დასაწყისი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ეს საწვავია, რომელიც კიდევ უფრო მეტ მუხტს მოგვცემს.

23:00

მატჩში ბურთი ქართველმა ფეხბურთელებმა შეიყვანეს. რონალდუსთან ხელის ჩამორთმევამაც კარგად ჩაიარა. ჩანდა მხოლოდ პატივისცემა და არაფერი მეტი.

22:54

ჰიმნი საქართველოს ნაკრებმა და გულშემატკივარმა ბრწყინავალედ შეასრულა.

22;00

საქართველო vs პორტუგალია – შემადგენლობა

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა ლოჩოშვილი, გველესიანი და ჩაკვეტაძე მატჩს სასტარტოდან იწყებენ. შესაბამისად, წიტაიშვილმა, კერკველიამ და დავითაშვილმა სკამზე გადაინაცვლეს.

რობერტო მარტინესმა შემადგენლობაში 7 ცვლილება შეიტანა. თურქეთთან მატჩიდან მინდორზე მხოლოდ მეკარეს დიოგუ კოშტა, დიოგუ დალო, პალინია და კრიშტიანუ რონალდუ არიან.

21:45

ტრიბუნა ჩვენია?

სტადიონის ნაწილი შევსებულია. ნაწილი პორტუგალიელებისაა, ნაწილი ქართველების, თუმცა ტრიბუნაზე ჯერ-ჯერობით თანაფარდობა იგრძნობა. რიგ მომენტებში ქართველები ჭარბობენ კიდეც მეტოქის ქომაგს. ვნახოთ, მნიშვნელოვანი იქნება ატმოსფერო ვისი იქნება.

21:30

გელზენკირხენის ტრამვაი ავიღეთ.

ფან ზონაში დღეს შედარებით განსხვავებული სიტუაცია იყო. რაოდენობრივადაც და შეძახილების მხრივაც.

თუმცა ქალაქის ცენტრალური სადგურიდან და ქართველების შეკრების ადგილიდან აუფშალკესკენ მიმავალ ტრამვაიში ისეთი ხდებოდა, დამავიწყა ჰაინრიხ კიონიგ პლაცზე ატმოსფერო კიდევ უფრო უკეთესის სურვილს რომ ტოვებდა.

ყველა ვიდეოს ხილვა Setanta Sports-ის სოციალური ქსელების გვერდებზე შეგიძლიათ.