სარჩევი
საქართველო vs პორტუგალია - EURO 2024 გადამწყვეტი მატჩი | Setanta Sports

საქართველო vs პორტუგალია – EURO 2024-ის ჯგუფური ეტაპი F ჯგუფის მატჩებით დასრულდება. პორტუგალიას ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვს, საქართველოს კი 3 ქულა სჭირდება.

საქართველო vs პორტუგალია – EURO 2024 ჯგუფიდან გასასვლელად

F ჯგუფში პორტუგალიას პირველი ადგილი განაღდებული აქვს. საქართველოს კი თეორიულად შანსი აქვს როგორც მე-2 ასევე მე-3 ადგილი დაიკავოს.

ორივე შემთხვევაში საქართველო პლეი ოფში გავა. იქ კი მე-2 ადგილის შემთხვევაში ავსტრიას დაუპირისპირდება. მე-3 ადგილოსნებს შორის კი 4 ქულით თეორიული შანსია საერთოდ ნიდერლანდებსაც კი ვაჯობოთ, თუმცა ამისთვის 3-ბურთიანი უპირატესობით მოგება იქნება საჭირო.

პორტუგალიამ ჩეხეთსა და თურქეთს ორივე მატჩი მოუგო, ხოლო საქართველომ თურქეთთან მარცხის შემდეგ ჩეხეთთან ფრედ ითამაშა.

საქართველო vs პორტუგალია – ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და პორტუგალიას პირველი გუნდების დონეზე მხოლოდ 1-ელ უთამაშიათ. 2008 წელს ვიზეუში გამართული მატჩი პირენეელებმა 2-0 მოიგეს. გოლები ჟოაუ მოუტინიუმ და სიმაო საბროსამ გაიტანეს.

საგულისხმოა, რომ იმ მატჩში პორტუგალიელთა მხრიდან რონალდუმ და პეპემ ითამაშეს, რუი პატრისიუ კი თადარიგში დარცა. საქართველოს მხარეს კი კარს გიორგი ლორია იცავდა, ვილი სანიოლის ასისტენტი, ზურა ხიზანიშვილი კი დაცვის ცენტრს ამაგრებდა.

კრიშტიანუ რონალდუ vs საქართველო

პრესკონფერენციაზე პორტუგალიურ მედიას სასაცილოდ არ ეყო ის არგუმენტი რომელიც რობერტო მარტინესმა, რონალდუს ძირითადში გამწესებისთვის თქვა. პორტუგალიის ნაკრების მთავარის თქმით, რონალდუს ორგანიზმისთვეა უკეთესი, რომ კაპიტანმა დასვენების ნაცვლად ითამაშოს.

არადა, მიზეზი ნათელია. კრიშტიანუ რონალდუს გოლის გატანა სურს და საქართველოს ნაკრები, როგორც ჩანს, ამისთვის საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია.

საგულისხმოა რომ საქართველო იმ 24 ნაკრებს შორისაა, ვისთანაც კრიშტიანუ რონალდუს უთამაშია, თუმცა გოლი ვერ გაუტანია.

ნაკრებები რომელთაც რონალდუმ ვერ გაუტანა

საქართველო
ინგლისი
სლოვენია
ურუგვაი
სამხრეთ კორეა
ალჟირი
თურქეთი
ჩრდ. მაკედონია
ჩილე
მექსიკა
ავსტრია
ბულგარეთი
ალბანეთი
აშშ
ნორვეგია
ბრაზილია
კოტ დ’ივუარი
მოზამბიკი
კაპე ვერდე
ჩინეთი
იტალია
სამხ. აფრიკა
ანგოლა
კანადა

საქართველო vs პორტუგალია – სანიოლის და კვარაცხელიას პრესკონფერენცია

ვილი სანიოლისა დახვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩხუბით დაიწყო. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სანიოლმა იჩხუბა, ტონის გამო მოიბოდიშა, თუმცა მაინც ვინც მას აკრიტიკებს ბრიყვი უწოდა. მიზეზი კი ბუდუ ზივზივაძის უთამაშებლობაა.

ბატონო ვილი, თქვენ კი არ გაკრიტიკებენ, პრობლემა იმაშია, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, 180 წუთიდან ფორმაში მყოფი თავდამსხმელი მხოლოდ 5 წუთს რომ მიიღებს, გეფიქრება აქაც ხელისუფლების ხელი ხომ არ ურევიაო?!

პრესკონფერენციაზე იყო კვარაც. ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ რონალდუსთან დაპირისპირების წინ არ ღელავს, მეტიც ბედნიერია, რომ ბავშვობის კერპის წინააღმდეგ მოუწევს თამაში და მატჩის შემდეგ მაისურის გაცვლის იმედიც გამოთქვა.

საქართველო vs პორტუგალია – მარტინესის და ფელიქსის პრესკონფერენცია

ვნახეთ საქართველოს თამაში, გავაანალიზეთ, მისი ძლიერი და სუსტი მხარები. ვიცით, რა გამოსდის საქართველოს კარგად და – პირიქით. ვნახავთ მათ შესაძლებლობებს. ძალიან მებრძოლი გუნდია, ფეხბურთელები კი ქვეყნის პატრიოტები. ვფიქრობთ, რომ არასდროს ნებდებიან. თამაშში ბოლო წუთამდე იქნებიან და ვფიქრობ, არ იქნება იოლი მატჩი.

ეს ჟოაუ ფელიქსის სიტყვებია, რომლის მიმართაც აბსოლუტურად ყველა კითხვა ლიმიტირებულ სათამაშო დროს ეხებოდა.

რობერტო მარტინესს კი ნაკრებთან ერთად ზოგადად ქართული ფეხბურთის დახასითება და მისეული ცოდნის გაზიარება ვთხოვე. ვუხსენე გიორგი ქინქალძე, რომელიც მანჩესტერ სიტისა და დერბიში იმ დროს თამაშობდა, როდესაც მარტინესი უიგანში.

საქართველო vs პორტუგალია – ვინ არის მსაჯი

F ჯგუფის ბოლო შეხვედრას აუფშალკეზე სანდრო შერერი იმსაჯებს. 36 წლის შვეიცარიელი უმაღლეს დონეზე 10 წელია მსაჯობს. მასიმო ბუსაკას შემდეგ შვეიცარიას ჩემპიონთა ლიგაზე შერერამდე მსაჯი არ ჰყავდა. ჯერ-ჯერობით მისი მთავარი მიღწევაც სწორედ ეს არის.

შერერი პორტუგალიის პირველი თუ ასაკობრივი ნაკრებების თამაშებზე 7-ჯერ იყო მივლენილი. 2-ჯერ პირველი ნაკრების, 1-ელ U21, 3-ჯერ U19-ის და 1-ელაც U17-ის.

შერერი ამ მატჩებში ძირითადად მე-4 არბიტრი იყო. ისევე როგორც ამ ევროზე ეს ერთხელ უკვე მოხდა ხორვატიისა და ალბანეთის მატჩში. EURO 2024-ზე მთავარ მსაჯად სანდრო შეფერი სლოვენიისა და დანიის მატჩში ვნახეთ.

შერერს საქართველოსთან არანაირი თანაკვეთა არ ჰქონია.

საქართველო vs პორტუგალია – სად ვუყურო

საქართველოში EURO 2024-ის მატჩებს საზოგადოებრივი მაუწეყებელი გადმოსცემს. ცხადია, საქართველო vs პორტუგალიის მატჩის პირდაპირი რეპორტაჟიც პირველ არხზე იქნება.

ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარს შეუძლია, საყვარელ გუნდს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ერთად უქომაგოს. 

ფეხბურთი მუზეუმში – PUB 44 და Setanta Sports-ი ფეხბურთის გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ეთნოგრაფიული მუზეუმის სივრცეში ეპატიჟება და საფეხბურთო აურას, ატმოსფეროსა და სურპრიზებს ჰპირდება.