სარჩევი
2024 ივნ 21, 22:44 შშ
3 წუთის საკითხავი

საქართველო vs ჩეხეთი – წინასამატჩო პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრებმაც გამართა. ფოლკსპარკშტადიონზე მედიის კითხვებს ვილი სანიოლმა და გიორგი ქოჩორაშვილმა უპასუხეს.

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

“თურქეთთან ბევრი ემოცია იყო. პირველი დიდი თამაში იყო დიდ ტურნირზე საქართველოსთვის, ალბათ ამიტომაც პირველი 20-25 წუთი არ იყო კარგი. მაინც ვფიქრობ, რომ ეს მატჩი კარგ მოგონებად დარჩება, რადგან ფეხბურთელებმა ფანტასტიკური რეაქცია გამოავლინეს. ვფიქრობ, ვაჩვენეთ ძალიან საინტერესო, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ. ამის შემდეგ ყველაზე მთავარი ჯეროვანი აღდგენა იყო. როგორც თურქეთთან მხოლოდ კიტეიშვილი არ არის მწყობრში.

მოლოდინს რაც შეეხება – ჩვენ მხოლოდ ჩვენს პროდუქტზე ვართ პასუხისმგებელი და არა ჩეხურზე. განსხავებული თამაში იქნება, რადგან განსხვავებული გუნდია.

ჩეხეთის რესპუბლიკას თუ შეხედავთ და მათ შედეგებს ბოლო 25-30 წლის განმავლობაში საუცხოოდ გამოიყურებიან. ისინი სულ ამ ტურნირზე არიან. განსხვავებული სტილის მიუხედავად, თურქეთზე არანაკლებ რთული იქნება. საკვალიფიკაციო ამ გუნდმა ჩინებულად გაიარა. თუმცა ჩვენ დიდად მეტოქეზე არ ვკონცენტრირდებით. ასევე იქნება ხვალ.

დიახ ჩაკვე არ იყო ბედნიერი როდესაც მოედნიდან გამოვიდა, თუმცა არასდროს მინახავს ასეთ დროს ფეხბურთელი ოდესმე ბედნიერი ყოფილიყო თუმცა ეს რექაცია ნორმალურია და ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს ატმოსფეროსა და შემართებაზე მიუთითებს.  

ბუდუს რაც შეეხება – აქ არ არის საქმე იმსახურებ თუ არ იმსახურებ, უნდა იშრომო ბევრი, რადგან კონკურენციაში. მიქაუტაძემაც თავი ჩინებულად წარმოაჩინა. ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის სასარგებლოა.

ბევრი ვიცით ჩეხეთზე. დღესაც და ხვალ დილასაც ვნახავთ მათ ვიდეოს. ხშირად მითქვამს ჩემი ფეხბურთელებისთვის – ჩვენი პრობლემა ყოველთვის მეტოქე არაა. თუ ჩვენს პროდუქტს ვაჩვენებთ, თავდაჯერებასა და გუნდურ კარგ პერფორმანს, ჩვენ საუცხოო ფეხბურთელები გვყავს.

ეს ტურნირია და ზოგჯერ გჭირდება ცვლილებება, თუნდაც ახალი ენერგიისთვის. ამ ტუნრირს გამოვყენებთ, რომ უკეთესები გავხდეთ. თუკი მხოლოდ 10 ფეხბურთელით ითამაშებ 3 თამაშს, სხვები გამოცდილებას მიიღებენ. დიახ, ალბათ იქნება ცვლილებები, თუმცა არა აუცილებლობით გამოწვეული.

თუკი ყოველთვის მხოლოდ შედეგზე ორიენტირდები შეცდომებს დაუშვებ. უნდა გაანალიზო რა იყო კარგი და რა ცუდი, რომ პირველი გაიმეორო და მეორე არა. ხარისხი კარგი გვქონდა. ვფიქრობ, ვიყოთ იმედგაცრუებულები, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე – ეს ნიშნავს წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით.

ჩემთვის 1-2-ს ან 1-3 წაგებასა და 2-2-ს შორის კითხვაც კი არ არსებობს. ამიტომაც ჰქონდა ნებართვა მეკარეს წინ წასულიყო და გაეთანაბრებინა. შეიძლება სხვა გუნდებისთვის არის განსხვავება, თუმცა ჩვენთვის – არა.

XG-ის მიხედვით საქართველომ და თურქეთმა ბევრი გარისკა. ფეხბურთი ბალანსის საქმეა. თუ კარგად უტევ, თავიც კარგად უნდა დაიცვა.

ჩეხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს კარგად ვიცნობ და როდესაც ვნახავ ხელს თბილად ჩამოვართმევ.”

გიორგი ქოჩორაშვილის პრესკონფერენცია

-როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ფეხბურთს საქართველოსთვის ასეთ ტურბულენტურ დროს?

“ვფიქრობ, სპორტი და ფეხბურთი ომებს აჩერებს. მე, ჩემს ოჯახს, ყველა ქართველს გვიყვარს ეს სპორტი, თამაში და ბურთი. საქართველოს ასეთ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა არასდროს ჰქონია. ამის გამო კი ახლა თითოეული ქართველი უბედნიერესია. ვფიქრობ ახლა დროა ვიფიქროთ ხვალინდელ მატჩსა და დაპირისპირებაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენმა ხალხმა ჩვენით იამაყოს.

ჩვენ მხოლოდ შედეგისთვის და ანგარიშისთვის არ ვთამაშობთ. თუმცა ცხადია, ეს მნიშვნელოვანია. როდესაც მატჩს წუთიდან წუთამდე მიყვები ყველაფერი კარგად გამოდის.

ჩვენ მზად ვართ, რადგან აქ ვართ. ვიცით, ყველა გუნდი ჩვენ წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშბს, თუმცა შევეცდებით ჩვენც ის შეტევითი ფეხბურთი ვითამაშოთ რასაც ვთავაზობთ მოწინააღმდეგეებს. დანარჩენს ხვალინდელ მატჩში ვნახავთ.

შორიდან დამრტყმელები ჩვენც გვყავს, ჩვენც ვემზადებით. ყოველდღიურად ვცდილობთ, დავიხვეწოთ.

სოუჩეკის წინააღმდეგ თამაშზე – დიდად არ მიყვარს არცერთ ფეხბურთელზე დაკვირვება. შევეცდები პირველი 5-10 წუთის განმავლობაში დავაკვირდე რას აკეთებს, როგორ და ორთაბრძოლაში გამარჯვებული მე დავრჩე.”