სარჩევი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და კითხვებს უპასუხა.

დიდი მადლობა ყველას, დღეს გამორჩეული ფეხბურთელი არ გვყოლია, დღეს გუნდი იყო გამორჩეული. მოსაგებად გავდივართ ყველა თამაშზე, ახლა დიდი ზეიმის დრო არ გვაქვს, უკვე მომდევნო შეხვედრაზე ვფიქრობთ. მადლობა თქვენ რომ ასეთ საქმეს აკეთებთ ქართული ფეხბურთისთვის (მიმართა ჟურნალისტებს)

რონალდუს მაისური გამოვართვი. ბედნიერი ვარ, დღეს საუკეთესო დღეა, მატჩი მოვიგეთ და რონალდუს მაისური გამოვართვი. ყველას ვაჩვენეთ რომ ბევრი შეგვიძლია.

ვაჩვენეთ რომ ერთად ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია. კიდევ გვაქვს შანსი რომ წინ და წინ ვიაროთ. ეს ხალხი ამას იმსახურებდა.

თამაშის დაწყებამდე შევხვდი რონალდუს, წარმატება მისურვა, ეს მუხტი იყო ჩემთვის, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მოვიდოდა და რამეს მეტყოდა. საუკეთესო ფეხბურთელი და ადამიანია, ახალგაზრდები ბევრს ვსწავლობთ მისგან. როცა სიტყვის სათქმელად მოვიდა მივხვდი რომ ყველაფრის გაკეთება შეგვეძლო.

თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს კარიერაში, მიუხედავად იმისა, რომ სკუდეტო მაქვს მოგებული. საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში. ორივე ჩემი ოცნება იყო და ამიხდა, ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი, ახლა კი პლეიოფში ვართ.

ესპანეთის ნაკრებთან მაქსიმუმს გავიღებთ. ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. არ მინახავს ჯერ რა ხდება საქართველოში, მაგრამ წარმომიდგენია,