სარჩევი
2024 აპრ 12, 09:43 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

სულ რაღაც ორი სათამაშო დღე დარჩა NBA-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე. გასარკვევი ბევრი არაფერია, ხელის გულზე დევს როგორც ფლეი ინის, ისე პლეიოფების სია. დასავლეთ კონფერენციაში ფინიქსს ჯერ კიდევ აქვს შანსი საპლეიოფო ზონაში მოხვდეს, ისევე როგორც ფილადელფიას აღმოსავლეთ კონფერენციაში.

მთავარი ინტრიგა ეს არის, სხვა ყველაფერი თითქოს დალაგდა, დენვერ ნაგეთსმაც კი დაიბრუნა აღმოსავლეთის პირველი ადგილი.

საკრამენტო კინგსი vs ნიუ ორლეან პელიკანსი

პელიკანსი მეექვსე პოზიციაზეა და ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს, ფინიქს სანსი ჰყავს მდევრად. საკრამენტო კინგსი კი მერვე ადგილზეა ლეიკერსისა და გოლდენ სტეიტის მსგავსი ბალანსით – 45/35.

ძალიან მაგარი სეზონი აქვს საბონისს, MVP-ის მაინც ვერ შესწვდება, ამისთვის მხოლოდ კარგი სტტაისტიკა არ კმარა, მაგრამ მის კარიერაში ასეთი კარგი სეზონი არ მახსენდება. დასავლეთ კონფერენცია კი ისეთი ზონაა, სადაც ფლეი ინშიც კი პლეიოფის დონის თამაშები ტარდება. საკრამენტოსაც ეს გზა ელის წინ.

კინგსმა პელიკანსს უმასპინძლა და 123:135 დამარცხდა.

ინგრამის გარეშე თამაშს პელიკანსი უკვე მიეჩვია. თუ ზაიონი პარკეტზეა ყველაფერი კარგად არის, უილიამსონმა და მაკკოლუმმა საერთო ჯამში 62 ქულას მოუყარეს თავი.

პელიკანსმა პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ზაიონი ფარზე და სი ჯეი პერიმეტრზე – დამაჯერებელი მოგებისთვის საკმარისი გამოდგა.

  • ზაიონ უილიამსონის ანგარიშზე 31 წუთში 31 ქულაა, 4 მოხსნა, 6 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 13/21.
  • მაკკოლუმის ანგარიშზე 31 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 12-დან 9 სამქულიანი ჩააგდო! FG – 11/18.
  • საბონისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 18 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა. FG – 8/12.
  • დე’არენ ფოქსმა კი 33 ქულა, 5 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/18.

რეგულარული სეზონი

დეტროიტ პისტონსი vs ჩიკაგო ბულზი – 105:127
დემარ დეროზანის ანგარიშზე 39 ქულაა;

ბოსტონ სელტიკსი vs ნიუ-იორკ ნიქსი – 109:118
ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 39 ქულაა;

იუტა ჯაზი vs ჰიუსტონ როკეტსი – 124:121
ფრედ ვანვლიტის ანგარიშზე 42 ქულაა;

პორტლენდი vs გოლდენ სტეიტი – 92:100