ტაირის მაქსის 52 ქულა – სიქსერსმა სპურსი დაამარცხა

ფილადელფია სიქსერსმა ისევ მოისაკლისა ჯოელ ემბიდი, მაგრამ სან ანტონიო სპურსის დამარცხება მაინც შეძლეს. ყველაფერი მეორე ოვერტაიმში გადაწყდა, სანდრო მამუკელაშვილმა კი ამჯერად 24 წუთი დაჰყო პარკეტზე.

სანდროს ანგარიშზე 6 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტია. ორი სამქულიანი ისროლა არზუსტად, FG – 1/6.

სან ანტონიო სპურსი vs ფილადელფია სიქსერსი

ორი სუპერ პერფორმანსი ვიხილეთ, ორივე მოსალოდნელი. ერთი მხრივ ვიქტორ ვემბანიამას ჰქონდა სუპერ მატჩი, მეორე მხრივ კი ტაირის მაქსის. უნდა ითქვას რომ რაღაც მხრივ წაადგა კიდეც ტაირისს ემბიდის არყოფნა, ლიდერის ფუნქციები დაეკისრა და ყველაფერს კარგად გაართვა თავი, შეიძლება ითქვას რომ ზუსტად ამ მონაკვეთში გადადგა განვითარებისკენ დიდი ნაბიჯი.

პირველი მეოთხედი ფილადელფიამ 31:24 მოიგო.
მეორე მეოთხედი – 23:40
მესამე მეოთხედი – 19:16
მეოთხე მეოთხედი – 38:31
პირველი ოვერტაიმი – 10:10
მეორე ოვერტაიმი – 12:5

აი, ასეთი დრამა დატრიალდა სან ფრანცისკოში. მეოთხე მეოთხედის მიწურული ძალიან დრამატულად წარიმართა, ჯერ ტაირის მაქსიმ დააბრუნა ბრძოლაში სიქსერსი, 3 წამით ადრე კი ჯულიუს შამპენიმ სპურსი ორი ქულით წინ გაიყვანა. სიქსერსს გმირად ისევ ტაირის მაქსი მოევლინა – ერთი წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა და წავედით ოვერტაიმში!

პირველი ოვერტაიმი 10:10 დასრულდა. სიქსერსი ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ უბრეს ნასროლი ფარმა აისხლიტა. არადა, ასეთი მომენტისთვის ზედმეტად დიდი თავისუფალი სივრცე ჰქონდა. აი, მეორე ოვერტაიმში სპურსს ძალა აღარ ეყო.

საერთო ჯამში სიქსერსმა 133:126 მოიგო.

ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 33 ქულა, 18 მოხსნა, 6 აისსტი და 7 ბლოკი. 10-დან 5 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 11/20. ბრწყინვალე პერფორმანსი ჰქონდა და მხოლოდ მასზე იქნებოდა საუბარი რომ არა ტაირის მაქსის ასევე ბრწყინვალე მატჩი.

მაქსის ანგარიშზე 52 ქულა, 5 მოხსნა, 7 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 10-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 19/41.

ფინიქს სანსი vs ნიუ ორლეან პელიკანსი

პელიკანსმა კიდევ ერთხელ გვანახა რომ ამბიციური ორგანიზაციაა. ფინიქს სანსი 113:105 დაამარცხეს. ისე ვერ იქნებოდა დანაკლისის გარეშე ეთამაშათ, ამჯერად ბრენდონ ინგრამი მოისაკლისეს, თუმცა, ფინიქსთან ზაიონიც საკმარისი აღმოჩნდა.

ეტაპობრივად იზრდება ეს გუნდი, მეტად თავდაჯერებულია ამ სეზონში და რაც მთავარია ზუსტად იციან თავიანთი შესაძლებლობები, უპირატესობა და ნაკლი, ზუსტად იციან რაში შეიძლება აჯობონ ან ჩამორჩნენ მეტოქეს, ეს კი მიგვანიშნებს იმაზე რომ სამწვრთნელო გუნდი ძალიან ნაყოფიერად მუშაობს.

ცალკე თემაა ზაიონ უილიამსონი, რომელმაც რაციონალურად თამაში დაიწყო, საყვედურობენ ლეგენდები რომ მაინც და მაინც ვერ ბრწყინავს, ვერ დებს მუდმივად ისეთ შედეგს, როგორსაც მისგან ითხოვდნენ, ზაიონი კი არ ჩქარობს და სწორიც არის. მისი მთავარი ამოცანა სტაბილურად თამაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაა. მხოლოდ ეს შესძენს მას თვითდაჯერებას იმისათვის, რომ კარიერაში პირველად პლეიოფებში მიიღოს მონაწილეობა.

ამიტომ რჩება ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ზაიონი კარგად თამაშობს, მაგრამ მუდმივად რჩება გრძნობა, რომ მეტი შეუძლია. ამ მეტს კი პლეიოფში აუცილებლად ვიხილავთ.

  • ფინიქსთან შეხვედრაში ზაიონმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 29 ქულა, 10 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 5 ბლოკი. FG – 11/21.
  • მაკკოლუმის ანგარიშზე 31 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტია. 12-დან 7 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 12/22.
  • ფინიქსის შემადგენლობაში 33 ქულა ჩააგდო ბრედლი ბილმა. პლუს 3 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ბლოკი. 8-დან 7 სამქულიანი ჩააგდო! FG – 13/19.
  • კევინ დურანტის ანგარიშზე 23 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტია. 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/22.
  • რაც შეეხება დევინ ბუკერს, მისი მონაგარი ასეთია – 25 ქულა, 3 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა. ექვსიდან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო. FG – 9/16.

ფინიქს სანსი (46/32) დასავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილზეა. პელიკანსი (46/32) კი მომდევნო საფეხურს იკავებს.

რეგულარული სეზონი

ინდიანა პეისერსი vs მაიამი ჰიტი – 117:115
მაილს ტერნერის ანგარიშზე 22 ქულა და 13 მოხსნაა;

ბოსტონ სელტიკსი vs პორტლენდ ბლეიზერსი – 124:107
ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 26 ქულაა;

შარლოტ ჰორნეტსი vs ოკლაჰომა სიტი – 118:121
ჯოშ გიდის ანგარიშზე 20 ქულა, 13 მოხსნა და 13 ასისტია;

ორლანდო მეჯიქი vs ჩიკაგო ბულზი – 113:98
გოგა ბითაძეს მხოლოდ ერთი წუთი დაუთმეს;

ტორონტო რეპტორსი vs ვაშინგტონ ვიზარდსი – 130:122
დენი ავდიას ანგარიშზე 32 ქულა და 10 მოხსნაა;

მილუოკ ბაქსი vs ნიუ-იორკ ნიქსი – 109:122
ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 43 ქულაა;

ბრუკლინ ნეტსი vs საკრამენტო კინგსი – 77:107
საბონისის ანგარიშზე 18 ქულა, 20 მოხსნა და 9 ასისტია;

გოლდენ სტეიტ უორიორზი vs იუტა ჯაზი – 118:110
კლეი ტომპსონის ანგარიშზე 32 ქულაა;

ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs მინესოტა ტიმბერვულვზი – 117:127
რუი ჰაჩიმურას ანგარიშზე 30 ქულაა;

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე