გოგა ბითაძეს ზედიზედ მესამე შეხვედრაა არ უთამაშია. შარლოტ ჰორნეტსმა ორლანდო მეჯიქი 124:115 დაამარცხა. მეჯიქის შემადგენლობაში 32 ქულა, 8 მოხსნა და 8 ასისტი ჰქონდა პაოლო ბანჩეროს. შარლოტის შემადგენლობაში 32 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა ბრენდონ მილერმა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა ორლანდო მეჯიქი. შარლოტ ჰორნეტსი კი მეცამეტეა.
სან ანტონიო სპურსი vs ნიუ ორლეან პელიკანსი
ბითაძის საქმე კარგად ვერ წავიდა, სამაგიეროდ, რეგულარული სეზონის მიწურულს მეტი ნდობა აქვს სანდრო მამუკელაშვილს. შანსი მისცეს და სანდრო ამ შანსს ძალიან კარგად იყენებს. ბოლო სამი შეხვედრაა სტაბილურად იღებს სათამაშო დროს – 25 წუთი, 24 წუთი, 27 წუთი.
არადა, სეზონის დასაწყისში განსხვავებული სურათი გვქონდა. გოგას ენდობოდნენ, თამაშობდა, კარგი სტატისტიკა ჰქონდა, სანდრო კი არ ჩანდა. ახლა სურათი შეიცვალა. ჩვენ კი მხოლოდ ის გვინდა რომ ორივე ქართველს ჰქონდეს თამაშის შესაძლებლობა.
სან ანტონიომ მეტოქე 111:109 დაამარცხა. მართალია პელიკანსს ორი ლიდერი აკლდა ზაიონისა და ინგრამის სახით, მაგრამ სპურსის გამარჯვება მაინც აღსანიშნი ამბავია. საერთოდ, ბოლო დროს ძალიან მოუმატეს და თუ სწორი ნაბიჯები გადადგეს, მომდევნო სეზონში განსხვავებული სურათი უნდა გვქონდეს.
“როცა შანსს მიიღებ აუცილებლად უნდა გამოიყენო. მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის და ბევრს მუშაობდე, შრომა ყოველთვის ფასდება.
ვემბანიამა დიდი კალათბურთელია, და მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს მისთვის სპეციალური ტაქტიკა აქვთ მოფიქრებული, მაინც დაუჯერებლად კარგად თამაშობს. არასდროს ეგოისტურად არ იქცევა და როცა პასს გაძლევს აბსოლუტურად გენდობა, ამიტომ მიყვარს მის გვერდზე თამაში”, – თქვა მატჩის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილმა.
სანდროს ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 3-დან 1 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 7/11.
ორმაგი დუბლია ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე – 17 ქულა, 12 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი. 6-დან 3 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 5/12.
ინგრამისა და ზაიონის არყოფნაში იონას ვალანჩუნასი გამოირჩა – 26 ქულა, 7 მოხსნა და 7 ასისტია მის ანგარიშზე.
სან ანტონიო სპურსი დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად ბოლო ადგილზეა. პელიკანსი კი მეშვიდე საფეხურზე დაქვეითდა.
ბოსტონ სელტიკსი vs საკრამენტო კინგსი
ჯეილენ ბრაუნის გარეშე დარჩენილმა ბოსტონ სელტიკსმა საკრამენტო კინგსს უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 101:100 დაამარცხა. კინგსის დამარცხება კი მეტად რთული საქმეა. ბოლოს და ბოლოს, MVP-ის კანდიდატი ჰყავთ გუნდში – დომანტის საბონისი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მატჩი არ გავა რომ სამმაგი დუბლი არ შეასრულოს.
თუმცა, ამჯერად ორმაგს დასჯერდა.
პირველი მეოთხედი ბოსტონ სელტიკსმა მოიგო – 27:15
მეორე მეოთხედი – 27:35
მესამე მეოთხედი – 30:22
მეოთხე მეოთხედი – 17:28
25 წამით ადრე, დე’არონ ფოქსმა სამქულიანი გაუშვა და კინგსი წინ გაიყვანა – 100:99. თუმცა, სელტიკსის შეტევა ვერ მოიგერიეს, ბურთი ტილმანს ჩააბარეს, რომელმაც ორქულიანი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 101:100 სელტიკსის სასარგებლოდ.
ბოლო შეტევა კინგსის იყო და ფოქსის შევარდა მაღალ სისწრაფეზე თამაშის მოსაგებად, მაგრამ სელტიკსის დაცვა მაგრად დადგა და თამაშიც მოიგო.
ფოქსის ანგარიშზე 40 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა. 13-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. FG – 16/29.
- საბონისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 16 ქულა, 16 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 6/13.
- ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტია. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/15.
- ორმაგი დუბლი შეასრულა პორზინგისმა – 20 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/10.
ბოსტონ სელტიკსი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. საკრამენტო კინგსი დასავლეთ კონფერენციის მერვე საფეხურზეა.
გოლდენ სტეიტ უორიორზი vs დალას მავერიქსი
ძალიან კარგი თამაში გამოდგა. ბოლო წუთამდე იბრძოდნენ გუნდები მოსაგებად, საბოლოოდ კი დალასმა იმარჯვა. უორიორზის ქომაგები ხასიათზე მოვიდნენ, კლეი ტომპსონი რაღაცას დაემსგავსა, ხარისხს მოუმატა, ის აღარ არის რაც ადრე იყო და ვეღარც გახდება, მაგრამ გუნდისთვის კვლავ მოაქვს სარგებელი.
ეს შეხვედრა რომ აქამდე მივიდა სტეფ კარის დამსახურებაა, ბოლო სროლის წინ, როცა ანგარიში 108:106 იყო დალასის სასარგებლოდ, სტეფს ორი მეურვე აეკიდა და სროლის საშუალება არ მისცეს, პასი პოლზე, პასი კლეიზე, სროლა.. აცდა. წააგეს.
ახლა კი მთავარიც ვთქვათ – ლუკა დონჩიჩს არ უთამაშია.
- სტეფ კარის ანგარიშზე 28 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი და ერთი ჩაჭრაა. 14-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/23.
- კლეი ტომპსონის ანგარიშზე 16 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/17.
- კაირი ირვინგის ანგარიშზე 26 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/19.
- 32 ქულა ჩააგდო პი ჯეი ვაშინგტონმა. გაფორდის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლია – 10 ქულა, 15 მოხსნა.
დალას მავერიქსი დასავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა. გოლდენ სტეიტი მეათეზეა და პლეი-ინის იმედზეა.
რეგულარული სეზონი
ინდიანა პეისერსი vs ოკლაჰომა სიტი – 126:112
ვაშინგტონ ვიზარდსი vs პორტლენდ ბლეიზერსი – 102:108
დეანდრე იტონის ანგარიშზე 34 ქულა და 13 ასისტია;
ჩიკაგო ბულზი vs ნიუ-იორკ ნიქსი – 108:100
ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 35 ქულა და 11 ასისტია;
ჰიუსტონ როკეტსი vs მაიამი ჰიტი – 104:119
მემფის გრიზლი vs დეტროიტ პისტონსი – 108:90
ჯეიდენ ივის ანგარიშზე 31 ქულაა;
მილუოკ ბაქსი vs ტორონტო რეპტორსი – 111:117
დემიენ ლილარდის ანგარიშზე 36 ქულაა;
ფინიქს სანსი vs მინესოტა ტიმბერვულვზი – 97:87
კევინ დურანტის ანგარიშზე 22 ქულაა;
ლოს ანჯელეს კლიპერსი vs იუტა ჯაზი – 131:102
ჰარდენის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 13 ქულა, 15 ასისტი, 10 მოხსნა;