სარჩევი
2024 აპრ 05, 14:50 შშ
2 წუთის საკითხავი

კარგი დუეტების დღე გამოდგა NBA-ში. დიდებული ამბავია ჯოელ ემბიდის დაბრუნება, პირველი შეხვედრა კარგი გამოუვიდა, ფანებმაც გაიხარეს, თუმცა, რაღაც მაინც აკლდა, მაიამისთან შეხვედრაში ეს რაღაც პარკეტზე იყო და საერთო ჯამში ჯოელმა და ტაირისმა 66 ქულა მიითვალეს.

ფილადელფია სიქსერსი vs მაიამი ჰიტი

ფილადელფიამ 109:105 დაამარცხა მაიამი, ფილა აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე საფეხურზეა და აწი სულ მაღლა ივლის პლეიოფებამდე. ქომაგების შიში უკან დარჩა. ემბიდმა დაბრუნება შეძლო და გუნდი ჯერ კიდევ საპლეიოფო ზონაშია.

შეხვედრა სიქსერსის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ჯიმი ბატლერის დამსახურებით მაიამი თამაშში დაბრუნდა, ანგარიშიც გაათანაბრა და მოგების კარგი შანსიც ჰქონდა. საბოლოოდ, მაინც სიქსერმა იმარჯვა, მაქსისა და ემბიდის ბრწყინვალე დუეტის ხარჯზე.

  • ტაირისს ერთი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მისი მონაგარი ასეთია – 37 ქულა, 11 ასისტი, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ბლოკი. 14-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 15/26.
  • ემბიდის ანგარიშზე 29 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/25.
  • ჯიმი ბატლერმა 20 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/17.

რეგულარული სეზონი

დალას მავერიქსი vs ატლანტა ჰოუქსი – 109:95
ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 25 ქულა და 12 მოხსნაა;

ნიუ იორკ ნიქსი vs საკრამენტო კინგსი – 120:109
ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 35 ქულა და 11 ასისტია;

ლოს ანჯელეს კლიპერსი vs დენვერ ნაგეთსი – 102:100
ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე 36 ქულა, 17 მოხსნა და 10 ასისტია;

ჰიუსტონ როკეტსი vs გოლდენ სტეიტ უორიორზი – 110:133
სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა 29/29 ქულით დაასრულეს თამაში;