ლუკა დონჩიჩის გუშინდელი მასტერკლასის შემდეგ რთულია რამემ აღგაფრთოვანოს, მაგრამ ზაიონ უილიამსონმა ეს შეძლო. პარკეტს დაუბრუნდა და კარიერის მატჩიც ჩაატარა.
პელიკანსმა მინესოტას უმასპინძლა და 119:118 დაამარცხა. ზაიონი მთელი თამაშის მანძილზე დომინირებდა, მის წინააღმდეგ ძალიან უსუსური ჩანდა რუდი გობერი.
თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე ზაიონმა ბურთი ჩაჭრა და გადამწყვეტი ქულები მოუტანა თავის გუნდს. საერთო ჯამში, 43 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ბლოკი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. ეს ზაიონის კარიერის რეკორდული მაჩვენებელია.
კვლავ არ უთამაშია ბრენდონ ინგრამს.
ატლანტამ ბრუკლინს უმასპინძლა და 107:108 დამარცხდა. ბრუკლინიდან ბოლო ორი ქულა კევინ დურანტმა მიითვალა. საერთო ჯამში 26 ქულა, 16 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.
კაირი ირვინგის ანგარიშზე 28 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასია. 17 ქულა ჰქონდა კლაქსტონს. 10 ქულა ბენ სიმონსს.
ბრუკლინის ბალანსი 23-12 ზეა.
ჩიკაგომ ოვერტაიმში დაამარცხა მილუოკი – 119:113.
ბოლო მეოთხედშიც კი არ იგრძნობოდა, რომ ჩიკაგო თამაშის შემოტრიალებას შეძლებდა, ბოლო წუთზე კი ამის გაკეთება მაინც მოახერხეს.
გადამწყვეტი მომენტი შვიდი წამით ადრე დადგა, როცა ანტეტოკუნმპოს პასი ჩაჭრეს და ანგარიში გათანაბრდა -106:106.
დემარ დეროზანს 44 წუთში 42 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. 24 ქულით დაასრულა შეხვედრა ზაკ ლავინმა. 15 ქულა დააგროვა 14 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა ნიკოლა ვუჩევიჩს.
ბრწყინვალე თამაში ჰქონდა იანისს, თუმცა, ბოლო ორ წუთში თამაში ვერ მოკლა, არადა, ჰქონდა ამის შესაძლებლობა.
42 წუთში 45 ქულა, 22 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მილუოკის ძალიან აკლია კრის მიდლტონი.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
დეტროიტი – ორლანდო 121:101
ვაშინგტონი – ფინიქსი 127:102
მაიამი – ლეიკერსი 112:98
გოლდენ სტეიტი – იუტა 112:107
საკრამენტო – დენვერი 127:126