გოლდენ სტეიტ ვორიორზმა დრეიმონდ გრინი დააჯარიმა. 25,000 დოლარი გრინისთვის დიდი დარტყმა არ არის, მის პრესტიჟს კი უფრო დიდი განსაცდელიც ჰქონია. მიზეზი დალასთან შეხვედრაში ერთ-ერთი გულშემატკივრის მიმართ უცენზურო მიმართვა გახდა, – Enjoy the F…… game, shut up”, – მიმართა გრინმა ქომაგს.
გრინს აქამდეც ჰქონია პრობლემები ფანებთან, მსაჯებთან, სეზონის წინ ვნახეთ მისი ბრწყინვალე დარტყმა მოსამზადებელ ეტაპზე, რომელმაც ჯორდან პული ნოკაუტში ჩააგდო. დრეიმონდი ასეთი ხასიათის კაცია, ამას უკვე ყველა შეგუებულია. რომ არა ეს ხასიათი, არც პარკეტზე ექნებოდა ის უპირატესობები, რაც აქვს.
რამდენიმე წლის წინ სტივ კერიც კი გამოიჭირეს ოპერატორებმა, რომელიც თამაშის დროს ოხრავდა, – “ძალიან დავიღალე დრეიმონდით”, იქვე ერთი F სიტყვაც გაურია მეტი დამაჯერებლობისთვის.
დრეიმონდი როგორმე ამ ჯარიმასაც გადაიტანს. შეცვლით კი ვერაფერი შეცვლის.