სარჩევი
სტეფის 50 ქულა და ვორიორზის მარცხი | Setanta Sports
2022 ნოე 18, 07:17 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

NBA-ში ფინიქს სანსისა და გოლდენ სტეიტ ვორიორზის შეხვედრა სანახაობრივად წარიმართა და სანსის გამარჯვებით 130:119 დასრულდა. ფინიქსიდან ყველაზე მეტ ქულას კემერონ პეინმა მოუყარა თავი, მის ანგარიშზე 29 ქულა, შვიდი პასი და სამი მოხსნაა. კარგი შეხვედრა ჰქონდა დევინ ბუკერსაც, რომელმაც 27 ქულას 9 პასი და 2 მოხსნა მიამატა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სტეფ კარის მორიგი შოუ და 50 ქულა, სტეფს 9 მოხსნა და ექვსი პასი ჰქონდა. კარის აქამდეც წაუგია თამაშები, სადაც 50 ქულას აგროვებდა, ეს მისთვის ახალი ამბავი არ ყოფილა. ვორიორზმა დაცვაში ძალიან ცუდად ითამაშა და მათი ლიდერის გარდა სათანადო დონეზე ვერავინ ითამაშა.

„კოლექტიური გამძლეობა ძალიან გვაკლია, და როცა ამაში მოიკოჭლებ მეტოქისთვის თამაში ძალიან მარტივი ხდება“, – თქვა მატჩის შემდგომ სტეფ კერიმ.

 ვორიორზს ვარსკვლავები ჯანმრთელად ჰყავს, პარკეტზე იყო გრინი, კლეი, ლუნი, ვიგინსი, ფინიქსს კი კრის პოლი აკლდა, მიუხედავად ამისა, მაინც დამაჯერებლად იმარჯვეს.

ფინიქსის ბალანსი 9-5 ია, ვორიორზის 6-9.