სარჩევი
2022 დეკ 07, 11:24 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

თითქმის ერთი წლის წინ კლივლენდის გამთამაშებელმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმაა, რომლის მერეც იმავე დონეზე დაბრუნება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. რეაბილიტაცია 9-დან 12 თვემდე გრძელდება. ამ ტრავმის ერთხელ მიღების შემთხვევაში კი ტრავმის რეციდივის რისკი 18%-მდე იზრდება. აღსანიშნია, რომ ტრავმის რისკი იზრდება არა მხოლოდ ტრავმირებულ, არამედ ჯანმრთელ ფეხზეც, რასაც ბიოლოგიური ცვლილებები იწვევს.

აი, ამ სიმძიმის ტრავმაზე გვაქვს საუბარი. სხვათა შორის, ეს ტრავმა მიიღო დერიკ როუზმა, რის შემდეგაც ძველი როუზი აღარ გვინახავს.

ესპანელმა სარეაბილიტაციო პერიოდზე ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა 2012 წელი, როცა პირველად მიიღო ჯვარედინი იოგების ტრავმა.

“გულახდილად რომ გითხრათ, NBA-ში სათამაშოთ ბევრი დრო აღარ დამრჩა. როცა ჩემი შვილი სკოლაში შევა, მინდა საცხოვრებლად ბადალონაში გადავიდე, ეს 2-3 წლის შემდეგ მოხდება. კლივლენდში თავს კომფორტულად ვგრძნობ, მსურს მათ პროექტში ჩემი როლი შევასრულო და ფინალებში ვითამაშოთ”, – ამბობს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის MVP.