სარჩევი
2024 აპრ 15, 13:16 შშ
2 წუთის საკითხავი

რეგულარული სეზონი დასრულდა, უკვე ვიცით ფლეი ინისა და პლეი ოფების ბადე. ბოლო დღეს ინტრიგა შენარჩუნებული იყო როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ კონფერენციაში. თუმცა, დიდი გადანაცვლება მხოლოდ დასავლეთში ვიხილეთ.

ამ კუთხით გამოსარჩევი იყო მილუოკ ბაქსისა და ორლანდოს შეხვედრა. ფილადელფია სიქსერსი თავის შეხვედრას აუცილებლად მოიგებდა და მოიგო კიდეც, ასე რომ, ბაქსის იმედად იყო დარჩენილი, თუ იანისის გუნდი ორლანდოს დაამარცხებდა სიქსერსი პლეი ოფის ზონაში მოხვდებოდა.

მაგრამ მილუოკი დამარცხდა და ყველაზე სასურველი სურათიც მიიღო – დაქვეითდა მესამე ადგილზე, საიდანაც ინდიანა პეისერსზე გავა და NBA-ის თასზე განცდილი მარცხის გამო შურის ძიების შანსიც ექნება.

აღმოსავლეთის ფლეი ინის ზონაში ატლანტა ჰოუკსი ჩიკაგო ბულზს შეხვდება (18 აპრილი, 05:30), მაიამი ჰიტი კი ფილადელფია სიქსერსს (18 აპრილი, 03:00). რადგან ფილადელფია და მაიამი მეშვიდე/მერვე ადგილებით მოხვდნენ პლეი ინში, დამატებით შანსსაც მიიღებენ, მათ შორის დამარცხებული ატლანტასა და ჩიკაგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

  • მერვე ადგილით გასულს ბოსტონს სელტიკსი დაელოდება.
  • მეშვიდე ადგილით გასულს ნიუ-იორკ ნიქსი.
  • მილუოკ ბაქსი ინდიანა პეისერსს შეხვდება.
  • კლივლენდ კავალიერსი კი ორლანდო მეჯიქს.

დასავლეთ კონფერენცია

კი, ვიცოდით რომ ყველაფერი ასე მარტივად არ დამთავრდებოდა. მე პირადად არ მეგონა, რომ პელიკანსი მთელი სეზონის ნაწვალებს წყალში ჩაყრიდა, მაგრამ ასე მოხდა. ლოს ანჯელეს ლეიკერსთან 108:124 დამარცხდნენ და პლეიოფს მიღმა აღმოჩდნენ.

ლებრონმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 28 ქულა, 17 ასისტი, 11 მოხსნა. ზაიონ უილიამსონს კი სუსტი თამაში ჰქონდა, მხოლოდ 12 ქულის ჩაგდება შეძლო, პლუს 8 ასისტი და 8 მოხსნა.

ასე რომ, პელიკანსმა მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა, მათი ადგილი კი ფინიქს სანსმა დაიკავა.

ფლეი ინის ზონაში გოლდენ სტეიტი საკრამენტოს შეხვდება (17 აპრილი, 06:00), ლოს ანჯელეს ლეიკერსი კი ნიუ ორლეან პელიკანსს (17 აპრილი, 03:30). ამ უკანასკნელი წყვილის დამარცხებული დამატებით შანსს მიიღებს.

  • მერვე ადგილით გასულს ოკლაჰომა სიტი დაელოდება.
  • მეშვიდე ადგილით გასულს დენვერ ნაგეთსი.
  • მინესოტა ტიმბერვულვზი ფინიქსს სანსს შეხვდება.
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი კი დალას მავერიქსს.