სარჩევი
2023 აპრ 05, 11:24 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

საჭირო გუნდები იპოვეს და საქმეც კარგად წავიდა. ორივე გუნდი მომავლის პროექტზეა ორიენტირებული და ამ პროექტებში ქართველ მოთამაშეებს მნიშვნელოვანი როლი უნდა ერგოთ.

მანამდე კი ზრდის პროცესს ვადევნებთ თვალყურს, როგორც გუნდების, ისე მოთამაშეების.

ორლანდო vs კლივლენდი

ორლანდო მეჯიქი კლივლენდთან 113:117 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ 16 წუთი მიიღო, ამ დროის მანძილზე 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა.

იშვიათია, რომ გოგამ ბლოკის გარეშე დატოვოს პარკეტი.

ერთი სამქულიანი ისროლა, არაზუსტად. FG – 5/9 ზე. დროსთან მიმართებით მშვენიერი შედეგია.

ორმაგი დუბლით დაასრულეს შეხვედრა ორლანდოს ლიდერებმა – პაოლო ბანჩერომ და ვენდელ კარტერ ჯუნიორმა.

კლივლენდის შემადგენლობაში კი 43 ქულა ჩააგდო დონოვან მიჩელმა.

ფინიქსი vs სან ანტონიო

სასტარტო ხუთეულში დაიწყო სანდრო მამუკელაშვილმა, მის მიმართ ნდობა მატჩიდან მატჩამდე იზრდება, სანდროც ბევრს მუშაობს და პროგრესიც სახეზეა.

ფინიქსის ლიდერები პარკეტზე იყვნენ, სწორედ ასეთ მეტოქესთან შეიძლება მოთამაშე გაიზარდოს, მხოლოდ კევინ დურანტს რომ აეკიდო უკვე ბევრს ისწავლი და სხვა მეტოქესთან უკვე ყველაფერი ძალიან მარტივად მოგეჩვენება.

სანდრო მამუკელაშვილმა 28 წუთი მიიღო, დააგროვა 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 4/6 ზე.

სან ანტონიო დასავლეთში მე-14 პოზიციაზეა. სულ მალე კი სეზონს დაასრულებს.