პელიკანსმა მილუოკი დაამარცხა

NBA-ში ორი შეხვედრა გაიმართა, ორი ძალიან კარგი მატჩი. ატლანტა ჰოუკსი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს შეხვდა, მილუოკ ბაქსი კი ნიუ ორლეან პელიკანსს.

ბევრი არც არის დარჩენილი აპრილამდე, თუ ვინმეს რამე ამბიცია შემორჩენია სწორედ ახლა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა, რადგან ეს უკვე ის დროა, სადაც საპლეიოფო მოწინააღმდეგეებს ვარაუდობენ და ფინალამდე მისასველ გზას უყურებენ.

აღმოსავლეთს შედარებით იოლი გზას აქვს და ნაკლები კონკურენცია. აი დასავლეთ კონფერენციაში ძალიან ცხელი დღეები გველის!

ბოსტონ სელტიკსი vs ატლანტა ჰოუკსი

ეს იყო დეჟანტე მარის ბრწყინვალე პერფორმანსის საღამო და კალათბურთიც სამართლიანი გამოდგა მის მიმართ. მთელი შეხვედრა თანაბრად წარიმართა, ოვერტაიმიც ერთი ქულიანი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ბოლოს კი დეჟანტე მარიმ 00.1 წამზე ორქულიანი ჩააგდო და თამაში დაამთავრა. არ ყოფილა ბაზერბითერი, თუმცა, მომეჩვენა რომ ეს სწყლად დარჩენილი 00.1 უფრო მტკივნეული გამოდგა ბოსტონისთვის.

თითქოს დამამცირებელია. დრო წერია, მაგრამ იცი რომ არაფერს ნიშნავს. ტაბლო გეუბნება რომ დრო გაქვს, შენ კი იცი რომ არაფერი შეგიძლია.

პირველი მეოთხედი 28:29 დასრულდა ბოსტონის სასარგებლოდ.
მეორე მეოთხედი – 31:34.
მესამე მეოთხედი – 30:27.
მეოთხე მეოთხედი – 23:22.
ოვერტაიმი – 11:10.

  • მარის ანგარიშზე 47 წუთში 44 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 19-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 18/44.
  • 24 ქულა ჩააგდო ბოგდან ბოგდანოვიჩმა. ორმაგი დუბლი შეასრულეს კლინტ კაპელამ (12 ქულა, 13 მოხსნა) და დე’ანდრე ჰანტერმა (21 ქულა, 13 მოხსნა).
  • ორმაგი დუბლია ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე – 31 ქულა, 13 მოხსნა, 6 ასისტი. 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/22.

მილუოკ ბაქსი vs ნიუ ორლეან პელიკანსი

არ ჰგავს მილუოკი იმ გუნდს რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. გვახსოვს წინა სეზონში გავარდნილი ბაქსი და იანისის ცნობილი სიტყვა, რომელიც სწრაფად აიტაცა სპორტის სამყარომ – ეს არ არის წარუმატებლობა, ეს არის გზა წარმატებისკენ – თქვა მაშინ იანისმა და ეჭვი მაქვს კიდევ მოუწევს ამის თქმა, უბრალოდ, წინა სეზონში ამ გზაზე უფრო წინ იყო, ახლა კი გაცილებით უკან არის.

მე ასე მგონია. მერე კი ვნახავთ რა და როგორ წარიმართება. ფაქტია, რომ ლილარდის მოსვლამ რაღაც მინუსები აღმოფხვრა, მაგრამ სხვა ბევრი პრობლემაც გაჩნდა.

ახლა, ამჯამად რომ ეს ორი გუნდი გადაყროდა ერთმანეთს ფინალში, უპირატესობას პელიკანსს მივანიჭებდი, რადგან უფრო მწყობრი და ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები პელიკანსსაც არ აკლია.

107:100 მოიგო პელიკანსმა. სხვაობა დიდი არა რის, მაგრამ თამაშის ხასიათი მშვიდი იყო. მილუოკი ბოლო მეოთხედში ახლოსაც არ გაიკარეს.

გამოირჩა რა თქმა უნდა, იანისი, რომელმაც მატჩის მესამე მეოთხედში ზედიზედ 20 ქულა ჩააგდო, ფაქტობრივად მარტო ეთამაშებოდა პელიკანსს.

  • იანისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 35 ქულა, 14 მოხსნა, 4 ასისტი. FG – 15/22. ეს იმ პირობებში, როცა მეტწილად ზაიონს უწევდა მისი მეურვეობა.
  • ლილარდისა და ბისლის ანგარიშზე 20-20 ქულაა. მალიკ ბისლიმ 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. დემიან ლილარდმა 6-დან 3.
  • ზაიონ უილიამსონის ანგარიშზე 28 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკია. FG – 9/15.
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე