სარჩევი
2022 დეკ 23, 12:54 შშ
1 წუთის საკითხავი

NBA-ში რეგულარული სეზონის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა. პელიკენსმა სან ანტონიოს უმასპინძლა, იუტამ – ვაშინგტონს.

მიმდინარე სეზონში ნიუ ორლეან პელიკენსისგან ბევრს ელიან, ყველას სურს ნახოს რა დონეზე ითამაშებს ზაიონ უილიამსონი პლეიოფში.

თუმცა, ისევ პრობლემებია. ისევ იდენტური ხასიათის. პელიკენსს ამჯერადაც ზაიონისა და ინგრამის გარეშე მოუხდა თამაში, თუმცა, მაკკოლუმისა და ვალანჩულასის გარჯა საკმარისი გამოდგა.

პელიკენსმა 126:117 მოიგო. სიჯეიმ 37 წუთში 40 ქულა აიღო, რასაც 8 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შემატა. ვალანჩუნასის ანგარიშზე 16 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე სეზონში ზაიონს, ინგრამსა და მაკკოლუმს მხოლოდ 10 მატჩი აქვთ ერთად ჩატარებული.

პელიკენსის ბალანსი 19-12 ზეა.

იუტამ 120:112 მოუგო ვაშინგტონს. მალიკ ბისლის 25 წუთში 26 ქულა და 2 მოხსნა ჰქონდა.

ვაშინგტონის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ბრედლი ბილი, 31 წუთში 30 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი.

იუტას ბალანსი 19-16 ზეა, ვაშინგტონის 12-21 ზე.