სარჩევი
2023 მარ 21, 16:51 შშ
2 წუთის საკითხავი

ჯა მორანტი ისევ თამაშგარე მდგომარეობაშია. გულშემატკივარი მოუთმენლად ელის როდის დაუბრუნდება პარკეტს, საინტერესოა რა გავლენას იქონიებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მის კარიერაზე.

მემფისი vs დალასი

მემფისს აკლდა ჯა, დალასს აკლდა ლუკა. თითქოს, მაინც დალასს უნდა ჰქონოდა უპირატესობა, რადგან ყველაზე დიდი ვარსკვლავი კაირი ირვინგი იყო, თუმცა, მისი მოსვლის შემდეგ დალასში მაინცდამაინც კარგად ვერ წავიდა საქმე, და გუნდი მემფისთანაც დამარცხდა.

კაირის ანგარიშზე 28 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. აღსანიშნია, რომ არცერთი ასისტი არ შეუსრულებია, რაც ძალიან მოულოდნელი ამბავია ამ მოთამაშისთვის. მეორე მხრივ კი მის თანაგუნდელებზეც დააფიქრებს ადამიანს.

კრისტიან ვუდს ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 20 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტია მის ანგარიშზე.

დალასი 108:112 დამარცხდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მემფისი კი მეორე ადგილზეა.

ფილადელფია vs ჩიკაგო

ძირითადი დრო 91-91 მორჩა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. ბოლო სროლა ჯეიმს ჰარდენს არ ასროლინეს, თავისუფლად დატოვებულ მაქსის გადააწოდა და მანაც ისროლა, მაგრამ ფარმა აისხლიტა, ემბიდს კი დრო აღარ ეყო.

დამატებით დროში ჯერ სიქსერსმა მოიპოვა უპირატესობა ემბიდის ლიდერობის ხარჯზე, შემდეგ კი დეროზანმა იყოჩაღა და მეორე ოვერტაიმშიც გადავედით.

აი, აქ დასრულდა ყველაფერი, ემბიდმა პერსონალური ჯარიმების ლიმიტი ამოწურა, ლავინზე დაჯარიმდა და თამაში დატოვა. ამ დროისთვის სიქსერსი 101:99 იგებდა, მერე კი უპირატესობა ხელიდან გაუშვა.

ჯოელის ანგარიშზე 37 ქულა, 16 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკია. ემბიდმა 2-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა.

ვერაფრით ვერ აუბა მხარი ემბიდს ჯეიმს ჰარდენმა, 47 წუთი გაატარა პარკეტზე და მხოლოდ ხუთ ქულას მოუყარა თავი. წარმოუდგენელია. 6 სამქულიანი ესროლა და ვერცერთი ვერ ჩააგდო – არ იყო ჰარდენის დღე.

გარდა ხუთი ქულისა, 7 მოხსნა, 12 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.

ჩიკაგოს ტრიომ კი მშვენიერი მატჩი ჩაატარა და თამაშიც მოიგეს.

დეროზანის ანგარიშზე 25 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია.

ლავინმა 26 ქულა, 2 მოხსნა, 7 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. ზაკმა 9-დან 2 სამქულიანი გამოიყენა.

ნიკოლა ვიჩევიჩმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა – 21 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი, 4 ჩაჭრა.

ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მესამე ადგილზე გადავიდა, არადა, სულ მცირე ხნით ბოსტონზე მაღლა იყვნენ.

ჩიკაგო მეათე პოზიციას იკავებს.

ანგარიშები

  • შარლოტი – ინდიანა 115:109
  • ნიუ-იორკ ნიქსი – მინესოტა 134:140
  • ჰიუსტონი – გოლდენ სტეიტი 108:121
  • იუტა – საკრამენტო 128:120