მორიგი ტური შედგა საკალათბურთო ევროლიგაში, ხუთი მატჩიდან ორში ოვერტაიმი ვიხილეთ. ალბა ბერლინი 75:104 დამარცხდა ფენერბახჩესთან, მაკაბიმ 84:68 დაამარცხა ვალენსია. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა პარტიზანისა და ცვერნა ზვეზდას დაპირისპირება, ცვერნა ზვეზდამ 76:73 გაიმარჯვა.
ოვერტაიმი ვნახეთ პანათინაიკოსისა და ოლიმპია მილანოს შეხვედრაში, პანათინაიკოსმა 90:77 მოიგო.
ასევე ოვერტაიმი ვნახეთ ტურის ბოლო შეხვედრაში, მადრიდის რეალი 94:95 დამარცხდა მონაკოსთან. რელის შემადგენლობაში 24 ქულა და 4 პასი დააგროვა მუსამ, მონაკოს შემადგენლობაში კი საუკეთესო იყო მაიკ ჯეიმსი, 28 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით.
ამჟამად სათავეში ფენერბახჩეა, მეორე ადგილზე მონაკო, მესამეზე ბარსელონა და მეოთხეზე მადრიდის რეალი.