სარჩევი
2023 იან 04, 14:58 შშ
1 წუთის საკითხავი

NBA-ში სამი შეხვედრა გაიმართა. მილუოკ მაკსმა ვაშინგტონ ვიზარდსი 123:113 დაამარცხა. იანის ანტეტოკუნმპოს 37 წუთში 55 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა.

ბრუკ ლოპესმა 21 ქულა, 12 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მილუოკის ბალანსი 24-13 ზეა.

ოკლაჰომამ მოულოდნელად 150:117 დაამარცხა ბოსტონი. მასპინძელთაგან, ყველაზე მეტი, 25 ქულა ჩააგდო ჯოშ გიდიმ. ბოსტონის რიგებში ტრადიციულად გამოირჩნენ ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილენ ბრაუნი.

ტეიტუმის ანგარიშზე 27 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი იყო. ბრაუნის ანგარიშზე 29 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა.

ბოსტონის ბალანსი 26-12 ზეა.

დღის მესამე შეხვედრაში იუტამ საკრამენტოს უმასპინძლა და 115:117 დამარცხდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დეარონ ფოქსი იყო, რომელმაც 38 წუთში 37 ქულა, 3 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

იუტას უარყოფითი ბალანსი აქვს 19-21 ზე.

საკრამენტოს ბალანსი კი 20-16 ზეა.