სარჩევი
2022 დეკ 02, 11:51 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

დევინ ბუკერი და ჯეისონ ტეიტუმი NBA-ს რეგულარული სეზონის, ოქტომბერი-ნოემბრის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ. ბუკერი საშუალოდ 29 ქულას აგროვებს თამაშში და ამ მაჩვენებლით NBA-ს ლიდერთა შორის იმყოფება. აღსანიშნავია მისი თამაში ჩიკაგოსთან, 30 ნოემბერს, სადაც 51 ქულას მოუყარა თავი.

ბუკერი საშუალოდ 5.3 მოხსნას აგროვებს თამაშში, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. სამქულიანებს კი 37,8% ის სიზუსტით ისვრის. ფინიქსი დასავკეთ კონფერენციას ლიდერობს, რაშიც დევინ ბუკერის წვლილი ძალიან დიდია.

ტეიტუმი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 31.6 ქულას აგროვებს, რაც NBA-ში მეორე მაჩვენებელია. (პირველზე ლუკა დონჩიჩია, – 33.5). საშუალოდ 7.8 მოხსნასა და 4.5 პასს აგროვებს. ბოსტონს კი საუკეთესო ბალანსი აქვს, – 18-4.

საუკეთესოობისთვის ასევე იბრძოდნენ:

დასავლეთ კონფერენცია – სტეფ კარი, ენტონი დევისი, ლუკა დონჩიჩი, დე’არონ ფოქსი, ჯერემი გრანტი, ანფერნი სიმონსი, შაი გილჯოუს-ალექსანდერი, ნიკოლა იოკიჩი, ჯა მორანტი.

აღმოსავლეთ კონფერენცია – იანის ანტეტოკუმპო, ო ჯეი ონონობი, დემარ დეროზანი, კევინ დურანტი, ჯოელ ემბიდი, მაილს ტერნერი, დონოვან მიჩელი, ფრანც ვაგნერი.