სარჩევი
2022 ნოე 28, 18:08 შშ
1 წუთის საკითხავი

მორიგი შეხვედრები გაიმართა NBA-ში, კაირი ირვინგის დაბრუნების შემდეგ ბრუკლინს კარგი სერია აქცს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ გუნდში ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება. ბრუკლინმა 111:97 დაამარცხა პორტლენდი, საუკეთესო იყო კევინ დურანტი, 31 ქულით, 5 პასითა და 5 მოხსნით. თუმცა, აღსანიშნია სეტ კარის ძალიან კარგი თამაში, რომელმაც 29 წუთში 29 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა, სოციალურ ქსელში ლებრონ ჯეიმსისგანაც კი დაიმსახურა საქებარი სიტყვები.

კაირი ირვინგმა 38 წუთი დაჰყო პარკეტზე, ყველაზე მეტი როის ონილთან ერთად. ამ დროის მანძილზე 22 ქულას მოუყარა თავი, ასევე ჰქონდა 5 მოხსნა და 6 პასი. ბენ სიმონსი მხოლოდ ორ ქულას დასჯერდა, თუმცა 12 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა.

პორტლენდის მხრიდან საუკეთესო იყო ჯერემი გრანტი, რომელმაც 40 ქუთი დაჰყო პარკეტზე, 29 ქულას, 4 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი.

ბრუკლინის ბალანსი 10-11 ია, პორტლენდის 11-9.

გოლდენ სტეიტმა 137:114 დაამარცხა მინესოტა, ვარსკვლავები პარკეტზე იყვნენ და გამარჯვება არ გასჭირვებიათ. საუკეთესო იყო სტეფ კარი, 33 წუთი 25 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა ჯორდან პული, 24 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 6 პასიც მიითვალა.

21 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა კლეი ტომპსონმა, 19 ქულას მოუყარა თავი დრეიმონ გრინმა, პლუს 4 მოხსნა და 11 პასი. გოლდენ სტეიტში ყველაფერი რიგზეა.

მინესოტაში საუკეთესო იყო ენტონი ედვარდსი, 36 წუთში 26 ქულას, 4 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი.

გოლდენ სტეიტის ბალანსი 11-10 ია, მინესოტას 10-10.

მილუოკმა 124:115 დაამარცხა დალასი. იანისმა 29 წუთი დაჰყო პარკეტზე, დააგროვა 30 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი. დალასის მხრიდან, რა თქმა უნდა, საუკეთესო იყო ლუკა დონჩიჩი, 27 ქულით, 5 მოხსნით და 12 პასით.

მილუოკის ბალანსია 14-5. დალასის 9-10.