სარჩევი

გუშინ გაცემულო რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მატჩი უკვე შედგა, ფილადელფიამ ბოსტონს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ჯოელ ემბიდმა კი ძალაინ დიდი ნაბიჯი გადადგა MVP-ის მოსაგებად.

ფილადელფია vs ბოსტონი

მოლოდინი აბსოლუტურად გამართლდა, ფილადელფიამ 103:101 მოიგო. ბოლო სროლა ჯეისონ ტეიტუმს დარჩა, ბრუნში ისროლა სამქულიანი, თამაშის მოგება სცადა, თუმცა, არ გამოვიდა. არა უშავს, ფილადელფიას დამარცხების შესაძლებლობა პლეიოფებშიც ექნება. თუ იანისი არ ჩადგა მათ შორის.

ჯოელ ემბიდმა კიდევ ერთი დიდებული პერფორმანსი შემოგვთავაზა და ყველას აჩვენა რომ ამ სეზონში აბსოლუტურად სამართლიანი იქნება, თუ მას გადაეცემა MVP-ის ჯილდო. შენდობას ვთხოვ ნიკოლა იოკიჩს და ჩემი სიმპათიებიც ამ მოთამაშისკენ იხრება.

ჯოელმა 39 წუთში 52 ქულა ჩააგდო, 13 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ბლოკი მიითვალა. ერთი სამქულიანი ისროლა, არაზუსტად. FG – 20/25 ზე!

რამდენიმე თვალსასეირო მომენტიც გვაჩუქა და ლუკ კორნეტს ისეთი გადაატენა თავზე რომ თამაშის სურვილი დააკარგვინა. შაკილ ონილიც კი იამაყებდა!

ორმაგი დუბლია ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე – 20 ქულა, 10 ასისტი, 5 მოხსნა.

ვთქვათ ისიც რომ ბოსტონს არ ჰყოლია ჯეილენ ბრაუნი. ტეიტუმს კი საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ჩაუტარებია – 19 ქულა, 6 მოხსნა და 6 ასისტია მის ანგარიშზე.

ცხრილში არაფერი შეცვლილა. ბოსტონი ისევ მეორეა, ფილადელფია კი მესამე საფეხურს იკავებს.

ლეიკერსი vs ოკლაჰომა

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა. თამაშების რაოდენობით თანაქალაქელ კლიპერსს გაუთანაბრდა, სატურნირო ცხრილში კი გადაასწრო და საპლეიოფო ზონაში შევიდა.

ასე რომ, ლოს ანჯელესური დერბი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. მატჩი 6 აპრილს, დილის 06:00 საათზეა ჩანიშნული და არაფრის დიდებით გამოსატოვებელი არ არის.

ლეიკერსმა ოვერტაიმში დაამარცხა ოკლაჰომა – 135:133.

ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 21 ქულა, 14 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკია მის ანგარიშზე.

ლებრონ ჯეიმსმა 39 წუთში 38 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 10-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ლეიკერსმა ბოლო მეოთხედში დიდი უპირატესობა გაუშვა ხელიდან და ძირითად დროში გამარჯვება ვერ შეძლო. ოვერტაიმში კი ბრწყინვალე იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ხასიათის სიმტკიცე და სასურველი შედეგიც მიიღო.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი მეექვსე ადგილზეა და საპლეიოფო მატჩი ელის კლიპერსთან.

გოლდენ სტეიტი vs ოკლაჰომა

ორივე გუნდს ძალიან სჭირდებოდა მოგება. გოლდენ სტეიტს იმისათვის, რომ მშვიდად იყო საპლეიოფო ზონაში, ოკლაჰომას კი ფლეი ინში აქვს ადგილი შესანარჩუნებელი, ეს კი რთული ამბავია, რადგან დალასი ეცდება მათ ჩამოგდებას.

მიუხედავად გოლჯეს-ალექსანდერის დიდი პატივისცემისა. როცა გოლდენს მოგება სჭირდება, ეს სულ სხვა გუნდია და ოკლაჰომა კი არა, შესაძლოა ვერც ვერავინ დაუდგეს წინ.

უორიორზმა 136:125 მოიგო.

სტეფ კარის ანგარიშზე 34 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა. სტეფმა 13-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა.

ანგარიშები

შარლოტი – ტორონტო 100:120

დეტროიტი – მაიამი 105:118

ორლანდო – კლივლენდი 113:117

ვაშინგტონი – მილუოკი 128:140

ბრუკლინი – მინესოტა 102:1007

ჩიკაგო – ატლანტა 105:123

ჰიუსტონი – დენვერი 124:103

მემფისი – პორტლენდი 119:109

პელიკანსი – საკრამენტო 103:121

ფინიქსი – სან ანტონიო 115:94