NBA – სიქსერსი ბოსტონში დაწინაურდა

ბოსტონსა და დენვერში Game 5 გაიმართა, ერთ შემთხვევაში სტუმარმა, ერთ შემთხვევაში კი მასპინძელმა მოიპოვა უპირატესობა. ფილადელფიასა და დენვერს Game 6-ში სერიის დასრულება შეუძლიათ.

ბოსტონი vs ფილადელფია

აი ასე, სიქსერსი წინ გავიდა, თანაც სტუმრად, ეს იმას ნიშნავს, რომ კონფერენციის ფინალამდე ერთი მოგება აშორებთ, ეს მოგებაც საკუთარ კედლებში უნდა მოიპოვონ, რაც სულაც არ იქნება შეუძლებელი.

ჯოელ ემბიდსა და ჯეიმს ჰარდენს ტაირის მაქსიმაც აუბა მხარი და შესანიშნავი სამეული მივიღეთ, რომელმაც ბოსტონიდან მოგება წამოიღო.

საერთო ჯამში სამეულმა 80 ქულა დააგროვა, ფილადელფიამ კი 115:103 მოიგო.

აი, ბოსტონელ დუოს – ჯეისონ ტეიტუმსა და ჯეილენ ბრაუნს მხარი ვერავინ აუბა. ალ ჰორფორდს საერთოდ ერთი ქულაც არ ჩაუგდია.

ერთი რამ კი არ იცვლება ამ სერიაში, ჯეილენ ბრაუნი ფარისკენ მიფრინავს, ჯოელ ემბიდი კი ჰაერშივე ეწევა და უბლოკავს. ცოტაც და სამწამიანის კომპლექსს აჰკიდებს.

ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 36 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 11-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტია. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ჯოელ ემბიდმა 33 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი და 4 ბლოკი დააგროვა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ჰარდენმა მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა – 17 ქულა, 10 ასისტი, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა. 2-დან 1 სამიანი ზუსტად ისროლა.

ტაირის მაქსიმ კი 30 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა და 3 ასისტიც დააყოლა. 12-დან 6 სამიანი გამოიყენა.

შემდეგი გაჩერება Game 6, ფილადელფია, ჯოელ ემბიდს სერიის დასრულების შანსი ექნება. ბოსტონის დამარცხებით დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ ჩემპიონობისკენ, მით უმეტეს, რომ აღარც ბაქსია გზაზე.

დენვერი vs ფინიქსი

ყველაფერი ლოგიკურად მიდის. გუნდები სახლში იგებენ, გასვლაზე აგებენ. ამჯერად დენვერში წავედით და ნაგეთსი წინ გავიდა – 3:2.

თუმცა, ფინიქსი ლოგიკის იმედად ვერ იქნება. როცა იოკიჩმა იცის, რომ სერიის დასრულებამდე ერთი ნაბიჯია, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და თუ ვერ მოხდა, Game 7 ისევ დენვერში იქნება.

ასე რომ, ნაგეთსს ეს მცირე უპირატესობა უკვე აქვს. ასეთ ბრძოლებში კი ეს მცირე ძალიან ბევრს ნიშნავს.

ნიკოლა იოკიჩმა მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა, – 29 ქულა, 13 მოხსნა, 12 ასისტი, 1 ჩაჭრა, 2 ბლოკი. ნიკოლამ 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

იოკიჩი ყველაზე შედეგიანი ცენტრია NBA-ის ისტორიაში, სამმაგი დუბლის თვალსაზრისით. მატჩის შემდეგ იკითხა კიდეც შაკი რომელ ადგილზეა ამ სიაშიო, შაკმა მიუგო – მე პასს არავის ვაძლევდიო.

არის ამაში სიმართლის მარცვალი, იოკიჩი ბევრად გუნდური მოთამაშეა. პატარა გუნდის დიდი გენერალი.

კევინ დურანტის ანგარიშზე 26 ქულა, 11 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკია.

დევინ ბუკერმა 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

წავედით ფინიქსში, იოკიჩი წერტილის დასმას შეეცდება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე