NBA – რეგულარული სეზონი დასრულდა

კარგი სეზონი იყო, თუმცა, უკეთესიც შეიძლებოდა. ტრავმებმა რაღაცები გააფუჭეს. მაგალითად, დურანტის უფრო ხშირად ნახვა კარგი იქნებოდა. ზაიონმა კი ისევ დასვა ძალიან დიდი კითხვის ნიშანი – საერთოდ შეძლებს ეს კაცი კალათბურთის თამაშს?!

იოკიჩისა და ემბიდის ყურება თვალსასეირო იყო. ორი დიდი ბიჭი მოწოდების სიმაღლეზეა. იანისმა თითქოს ერთი ამოსუნთქვით გაიარა რეგულარული, მრჩება შთაბეჭდილება, რომ პლეიოფებისთვის მოიტოვა დიდი ენერგია. კარგი იყო ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილენ ბრაუნიც.

ასევე, იყო დიდი რეკორდის სეზონი, ლებრონ ჯეიმსი ოფიციალურად აკურთხეს მეფედ, საუკეთესო მექულე გახდა ეს დიდი კაცი. ჯა მორანტი კი ჯერ ვერ იქცა კაცად და ისევ ბიჭია.

მოკლედ, კარგი იყო და მთავარი ჯერ კიდევ წინ არის.

ლეიკერსი vs იუტა

ვერ შევიდა ლეიკერსი საპლეიოფო ზონაში, მოიგო, მაგრამ მიღმა დარჩა. ასე რომ, მინესოტასთან მოუწევს ჯახი და მერე ვნახოთ.

მეფე მოწოდების სიმაღლეზეა, გვირგვინის დადგმის იმიტაციაც კი გვაჩვენა მორიგი სამქულიანის შემდეგ. მისცეს სროლის საშუალება და მეფემაც ჩაყარა და ჩაყარა.

ლეიკერსმა 128:117 მოიგო.

ლებრონის ანგარიშზე 33 წუთში 36 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 14-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/25 ზე.

ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი მიითვალა – 16 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და 4 ბლოკი.

უორიორზი vs პორტლენდი

უორიორზმა მეექვსე ადგილზე დაასრულა სეზონი. ეს ნიშნავს იმას, რომ პლეიოფში საკრამენტოსთან მოუწევს შეხვედრა.

მანამდე კი პორტლენდი იმსხვერპლეს.

სტეფმა 22 წუთში 26 ქულა, 5 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა. 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/15 ზე.

დემიენ ლილარდს არ უთამაშია. თამაშს დაესწრო და ერთი სული ჰქონდა როდის დაანებებდა თავს დრეიმონდ გრინი, ესაუბრებოდა მატჩის წინ, გაუთავებლად, შეუჩერებლად, ლილარდის ყურადღება კი სულ სხვა მხარეს იყო მიმართული.

გოლდენ სტეიტმა 157:101 მოიგო.

Play In

  • 12 აპრილი – მაიამი vs ატლანტა – თბილისის დროით 03:30
  • 12 აპრილი – ლეიკერსი vs მინესოტა – თბილისის დროით 06:00
  • 13 აპრილი – ტორონტო vs ჩიკაგო – 03:00
  • 13 აპრილი – პელიკანსი vs ოკლაჰომა – 05:30
  • 14 აპრილი – პირველ წყვილებში დამარცხებული შეხვდება მეორე წყვილებში გამარჯვებულს და გაარკვევენ მეორე გამსვლელის ვინაობას.
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე