სან ანტონიომ ორლანდო 132:114 დაამარცხა. ქართული დერბის მოლოდინი იყო, თუმცა, არ შედგა. მხოლოდ სანდრო მამუკელაშვილი ვიხილეთ პარკეტზე. გოგა ბითაძე ისევ უთამაშებელი დარჩა.
ბითაძეს ბოლოს ერთი მატჩის წინ, იუტა ჯაზთან დაუთმეს 21 წუთი. როგორც ჩანს, დიდად კმაყოფილი არავინ დარჩენილა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში დარჩა უთამაშებელი.
უენდელ კარტერ ჯუნიორმა 29 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი.
ბოლ ბოლმა 17 წუთი მიიღო – 6 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა. ეს რაც შეეხებათ გოგას კონკურენტებს.
ყველაზე მეტ ქულას ორლანდოს შემადგენლობაში პაოლო ბანჩერომ მოუყარა თავი, – 27 ქულა და 6 მოხსნა.
სანდრო სტაბილურად თამაშობს
სანდრო მამუკელაშვილი სტაბილურად იღებს სათამაშო დროს და სტაბილურად აჩვენებს შედეგს. ამჯერად სანდრომ 21 წუთი გაატარა პარკეტზე, ჩააგდო 7 ქულა, დააგროვა 7 მოხსნა და 3 ასისტი. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
სან ანტონიოს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა ჯერემი სოჰენმა, – 29 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი.
სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციაში მე-14 პოზიციაზეა. ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციას იკავებს.