NBA – პლეიოფის მეორე წრე – დღე მეორე

პლეიოფების მეორე წრის მეორე დღეს საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ამ ეტაპზე სხვაგვარად ვერც იქნება. ბოსტონი – ატლანტა, კავალიერსი – ნიქსი, ფინიქსი – კლიპერსი. სამივე შეხვედრას ეყოლება თავისი მაყურებელი.

ბოსტონი – ატლანტა

ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ბოსტონმა მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო. მილუოკთან ერთად მთავარი ფავორიტები არიან და ატლანტა ნამდვილად არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც მათ ამ ეტაპზე შეაჩერებს. არ ჰგავდა თამაშამდე და არ ჰგავს არც თამაშის დროს.

ბოსტონმა 199:106 მოიგო. ჯეისონ ტეიტუმმა ორმაგი დუბლი შეასრულა, დერიკ უაითმა კი პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ჯეისონ ტეიტუმმა 29 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.

ტრეი იანგის ანგარიშზე 24 ქულა, 3 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 8-დან ორი სამქულიანი ჩააგდო.

სელტიკსს ანგარიში 2:0 მიჰყავს და ატლანტაში მიფრინავს.

კლივლენდი vs ნიქსი

კლივლენდ კავალიერსმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ეს ალბათ ყველაზე თანაბარი დაპირისპირებაა მიმდინარე პლეიოფში და დიდია აბათობა იმისა, რომ Game 7 მივიღოთ.

მეოთხე მეოთხედში ჯულიუს რენდელი მძიმე ტრავმას გადაურჩა, ძალიან ცუდად დაეცა და ზურგი დაიზიანა, მაგრამ როგორც იწერება საშიში არაფერია.

კლივლენდის შემადგენლობაში ტრადიციულად გამოირჩნენ დონოვან მიჩელი და დარიუს გრალნადი.

მიჩელის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 17 ქულა, 13 ასისტი, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

დარიუს გარლანდმა კი – 32 ქულა, 3 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა. 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

ნიქსის შემადგენლობაში კარგი სტატისტიკა ჰქონდათ ბრანსონსა და რენდელს. თუმცა, მათი გუნდი 90:107 დამარცხდა.

ბრანსონმა 20 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი და 4 ჩაჭრა დააგროვა. 8-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

რენდელის ანგარიშზე 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ფინიქსი vs კლიპერსი

ერთი-ერთი საუკეთესო დაპირისპირება მიმდინარე პლეიოფში, თუ არა საუკეთესო. ამას დამატებული რასელ უესტბრუკი, რომელიც კევინ დურანტის პირისპირ ორმაგად მოტივირებულია. ალბათ, იმაზე მეტად, ვიდრე ლეიკერსთან.

ფინიქსმა ანგარიში გაათანაბრა. ეს შეხვედრა 123:109 მოიგეს.

არ იყო პოლ ჯორჯი. კავაიმ 31 ქულა აიღო, რასელმა 28. კავაიმ 8 მოხსნა, 7 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა. 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. რასელმა 5 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ბლოკი.

ფინიქსის შემადგენლობაში საუკეთესო იყო დევინ ბუკერი – 38 ქულა, 1 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა. დევინმა 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

კრის პოლის ანგარიშზე 16 ქულა, 4 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 1-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო.

დურანტის ანგარიშზე 25 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 4-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო.

შემდეგი შეხვედრები ლოს ანჯელესში გაიმართება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე