NBA – პლეიოფები დაიწყო!

დაიწყო მეტად საინტერესოდ. ისე როგორც იყო მოსალოდნელი. ჯერჯერობით ოთხი შეხვედრა ვნახეთ, საიდანაც ორი ძალიან დაძაბული გამოდგა. ერთი მარტივი ფილადელფიასა და ბრუკლინის შეხვედრა იყო, სადაც თავიდანვე ნათელი გახლდათ, ფილადელფია აბსოლუტური ფავორიტია, ამ დაპირისპირებაში 3:0-ს ელიან.

სიქსერსი vs ნეტსი

თავშივე აღვნიშნოთ, რომ ჯეიმს ჰარდენს ჰქონდა ბრწყინვალე შეხვედრა, პლეიოფის ასე დაწყება, შესაძლოა, დამატებითი მუხტი აღმოჩნდეს სიქსერსისთვის, რომელსაც მაინც არ განიხილავენ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალისტთა შორის. როგორც წესი, ამბობენ, რომ ეს საჩემპიონო გუნდი არ არის, არ მიაჩნიათ, რომ ბოსტონის, ან მილუოკის ძლევა შეუძლიათ. მაგას ვნახავთ, წინ ყველა შემთხვევაში დიდი სანახაობა გველის.

ბრუკლინთან სხვაობა კი მართლაც ძალიან დიდია. სიქსერსმა ბოლო მეოთხედი ძალების დაზოგვით მიიყვანა საბოლოო ანგარიშამდე – 121:101.

ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 36 წუთში 23 ქულა, 14 ასისტი, 4 მოხსნა და ერთი ჩაჭრა ჰქონდა. 13-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

MVP-ის მოლოდინში მყოფმა ემბიდმა 33 წუთში 26 ქულა აიღო, 5 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ბრუკლინის რიგებში ბრიჯისი გამოირჩა – 30 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი.

ბოსტონი vs ატლანტა

ბოსტონში სელტიკსმა ატლანტა ჰოუკსი მიიღო და ერთი შეხედვით მარტივად დაამარცხა. აღსანიშნია, რომ ბოსტონმა მხოლოდ 8 მოთამაშე გამოიყენა მთელი მატჩის მიმდინარეობისას.

ჯეისონ ტეიტუმის და ჯეილენ ბრაუნის დუეტი პლეიოფებშიც მოწოდების სიმაღლეზეა, გარდა ამ დუეტისა, დერიკ უაითის თამაშია გამოსაყოფი.

საპირისპიროდ კი ტრეი იანგის საშინელი პირველი ტაიმი უნდა აღვნიშნოთ, საერთოდ, თამაშიც ძალიან ცუდი გამოუვიდა, ატლანტა კი მის გარეშე მოგებას ვერ შეძლებს.

ტეიტუმის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 25 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ორმაგი დუბლია ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზეც – 29 ქულა, 12 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

ტრეი იანგის ანგარიშზე 16 ქულა, 3 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ჩაჭრაა. ტრეიმ 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/18 ზე.

ასე რომ, ბოსტონი დაწინაურდა – 1:0.

კავალიერსი vs ნიქსი

ძალიან საინტერესო მატჩი გამოდგა. კავალიერსმა კლივლენდში ითამაშა და გულშემატკივრის უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 97:101.

არადა, დასრულებამდე ორი წუთით ადრე 1 ქულით წინ გავიდნენ, ბოლო მეოთხედი ნამდვილად ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს. განსაკუთრებით კი დონოვან მიჩელი უნდა გამოვყოთ.

მიჩელის ანგარიშზე 38 ქულა, 5 მოხსნა, 8 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 16-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

ნიქსის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა ჯულიუს რენდელმა – 19 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა. 10-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

საკრამენტო vs გოლდენ სტეიტი

ალბათ, ყველაზე საინტერესო შეხვედრა ახალდაწყებულ საპლეიოფო მატჩებში. საკრამენტო ბრწყინვალე სეზონს ატარებს, თუმცა, გოლდენ სტეიტი მაინც ფავორიტად მიიჩნევა.

საკრამენტოში მეტი ენთუზიაზმი და ენერგია ჩანს, გოლდენ სტეიტში კი კოლოსალური გამოცდილებაა თავმოყრილი. სხვა ყველაფერზე რომ არაფერი ვთქვათ.

მოკლედ, კარგი წყვილია.

საკრამენტო წინ გავიდა – 1:0

საკრამენტომ 126:123 მოიგო. ბოლო სროლა სტეფ კარიმ დაიტოვა, ანგარიშის გათანაბრება სცადა, სამიანი ისროლა და ხელიც გაყინა ჯორდანის მსგავსად, მაგრამ არ ჩავარდა. კარის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ჯერ კიდევ ხურდება, ყველაფერი წინ არის.

საბონისმა მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა – 12 ქულა, 16 მოხსნა, 2 ასისტი და 3 ჩაჭრა.

საუკეთესო იყო დე’არონ ფოქსი – 38 ქულა, 1 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრა. 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

კარის ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტია. 14-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

დღეს ლეიკერსი გახსნის

დღეს თბილისის დროით მეტად კომფორტულ დროს, 23:00 საათზე ლეიკერსი მემფისს შეხვდება. ამ გუნდებს შორის დაძაბულობაც შეინიშნებოდა რეგულარულში და ახლაც დიდი სანახაობის მოლოდინია.

  • მილუოკი vs მაიამი – 01:30 საათზე;
  • ფინიქსი vs კლიპერსი – 04:00 საათზე;
  • დენვერი vs მინესოტა – 06:30;

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე