სარჩევი

ქართველებმა ისევ საკმარისი დრო მიიღეს. გოგა ბითაძემ სარეკორდო 22 წუთი დაჰყო პარკეტზე, სანდრო მამუკელაშვილმა კი პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა სან ანტონიოს შემადგენლობაში.

ორლანდო vs ვაშინგტონი

ორლანდო იშვიათად იგებს, ამჟამად ვაშინგტონი დაამარცხა, რომელიც ასევე არ განიხილება საპლეიოფო გუნდად, თუმცა, ორლანდოზე კარგი მაჩვენებლები აქვს.

შეხვედრა 116:109 დასრულდა.

ორმაგი დუბლი შეასრულა ორლანდოს ლიდერმა, პაოლო ბანჩერომ, – 30 ქულა, 12 მოხსნა, 6 ასისტი.

ორლანდოს შემადგენლობაში ჯერჯერობით სარეკორდო დრო მიიღო გოგა ბითაძემ, 22 წუთი გაატარა პარკეტზე, თუმცა, მხოლოდ ორი ქულა ჩააგდო. გოგას 3 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი ჰქონდა.

ერთი სამქულიანი ისროლა არაზუსტად. FG – 1/4 ზე.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცამეტე ადგილზეა.

გოლდენ სტეიტი vs სან ანტონიო

ძალიან კარგი თამაში ჰქონდა სან ანტონიოს, ისევე როგორც სანდრო მამუკელაშვილს, მაგრამ სტეფ კარიმ გოლდენ სტეიტი გამარჯვებამდე მიიყვანა.

უორიორზმა 130:115 მოიგო.

სტეფის ანგარიშზე 33 წუთში 33 ქულაა, 2 მოხსნა და 5 ასისტი. სტეფმა 11 სამქულიანიდან 7 ჩააგდო.

ტომპსონმა 31 ქულა, 2 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 14-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

სან ანტონიოს შემადგენლობაში კი საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო სანდრო მამუკელაშვილი.

29 წუთი, 13 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია სანდროს ანგარიშზე. ორი სამქულიანი ისროლა, ორივე არაზუსტად. FG – 6/12 – ზე.

სან ანტონიო მე-14 პოზიციაზეა, გოლდენ სტეიტი მეექვსეა.