NBA – ლებრონი დაბრუნდა/დალასის ცუდი სერია გრძელდება

უკვე შეიძლება პირდაპირ ითქვას – კაირი ირვინგის მოსვლის შემდეგ დალასში ყველაფერი აირია. არ აქვს მნიშვნელობა ორი დიდი ვარსკვლავი ერთად თამაშობს, ცალ-ცალკე თუ ორივე ტოვებს შეხვედრას, დალასი სტაბილურად აგებს და უკვე მე-11 ადგილზეა.

დალასი vs შარლოტი

მაიკლ ჯორდანი რომ ღმერთი არ არის ამის დასტურად შარლოტ ჰორნეტსი გამოგვადგება. ასეთი წარუმატებელი გუნდი იშვიათია, მფლობელი კი ჯორდანია. მიმდინარე სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ დეტროიტს უსწრებენ, თუმცა, მოახერხეს და დალასი დაამარცხეს.

აბა ვინ იფიქრებდა? დალასი, შესაძლოა, პლეიოფებს მიღმა დარჩეს.

დალასმა პირველი მეოთხედი 30:16 დათმო და ამის მერე მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლო წინ გასვლა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 104:110.

ითამაშა ლუკამ, კაირიმ, ვუდმა, ჰარდევეიმ და ყველამ ვისაც კი მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და დალასმა მაინც ვერაფერი გააწყო.

ლუკას ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 40 წუთში 40 ქულა, 12 მოხსნა, 8 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 16-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

ირვინგის ანგარიშზე 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია.

დალასს პლეიოფისთვის მოუწევს ბრძოლა.

ლებრონი დაბრუნდა

მეფე დაბრუნდა, ლეიკერსი კი ჩიკაგოსთან დამარცხდა – 108:118.

ლებრონმა 30 წუთი ითამაშა, 18 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი მიითვალა. ისროლა 2 სამქულიანი და ორივე არაზუსტად.

დევისის ანგარიშზე 15 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. დევისს არცერთი სამქულიანი არ უსვრია.

ჩიკაგო მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდა, გაცილებით მაღალ ტემპში თამაშობდა და შედეგიც მიიღო.

ორმაგი დუბლი შეასრულა დემარ დეროზანმა – 17 ქულა, 10 ასისტი და 6 მოხსნა.

ხოლო, ზაკ ლავინის ანგარიშზე 32 ქულა, 2 მოხსნა და 4 ასისტია.

ლეიკერსი დასავლეთში მეცხრე ადგილზეა, ჩიკაგო აღმოსავლეთში მეშვიდე პოზიციას იკავებს.

გოლდენ სტეიტი – მინესოტა

გოლდენ სტეიტი მინესოტასთან 96:99 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე დრეიმონდ გრინმა ბურთი დაკარგა და მინესოტას წინ გასვლის საშუალება მისცა. ბოლო სროლა, რა თქმა უნდა, სრეფ კარიმ დაიტოვა, თუმცა, ზუსტად ვერ ისროლა და უორიორზი დამარცხდა.

საშიში არაფერია, გოლდენ სტეიტი დასავლეთში მეექვსე პოზიციაზეა და პლეიოფებს როგორ თამაშობს ყველას კარგად მოეხსენება.

სტეფს ერთი ასისტი დააკლდა ორმაგ დუბლამდე. მის ანგარიშზე 20 ქულა, 9 ასისტი და 6 მოხსნაა.

ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო რუდი გობერმა – 10 ქულა, 18 მოხსნა, 2 ასისტი.

მინესოტა ერთი საფეხურით ჩამორჩება უორიორზს და მეშვიდე ადგილს იკავებს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე