სარჩევი
2022 დეკ 17, 16:56 შშ
1 წუთის საკითხავი

NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა 126:108 დაამარცხა დენვერი. საუკეთესო იყო ლებრონ ჯეიმსი, – 30 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით. აღსანიშნავია ტომას ბრაიანტის 21 ქულა 24 წუთში, პლუს ექვსი მოხსნა და ერთი პასი.

ნიკოლა იოკიჩმა 25 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. ლეიკერსის ბალანსი 12:16 ია, ცუდი სტარტის მერე ლოს ანჯელესელებმა მდგომარეობა გამოიკეთეს. დენვერის ბალანსი 17-11 ია.

ბოსტონი 109:117 დამარცხდა ორლანდოსთან. პარკეტიდან გააძევეს ალ ჰორგორდი, რომელმაც იდაყვი ჩაარტყა მო ვაგნერს. ვაგნერი ორლანდოს შემადგენლობაში საუკეთესო იყო, თავის გუნდს 25 ქულა, 8 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ბოსტონიდან გამოირჩა ჯეისონ ტეიტუმი, 31 ქულით, 7 მოხსნითა და სამი პასით.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

შარლოტი – ატლანტა 106:125

დეტროიტი – საკრამენტო 113:122

კლივლენდი – ინდიანა 118:112

ფილადელფია – გოლდენ სტეიტი 118:106

ტორონტო – ბრუკლინი 116:119

ჩიკაგო – ნიუ იორკ ნიკსი 91:114

ოკლაჰომა – მინესოტა 110:112

დალასი – პორტლენდი 130:110