NBA – ჯა vs უესტბრუკი

ლებრონი საქმეშია, დალასი არასასურველ მეტოქეს შეხვდა მეტად რთულ პერიოდში, უესტბრუკმა კი როგორც იქნა თავისი თამაში იპოვა.

ლეიკერსი vs ჩიკაგო

გუნდების წინა დაპირისპირებაში პატრიკ ბევერლიმ ორქულიანი პროვოკაციულად აღნიშნა, თვით ლებრონ ჯეიმსს ანიშნა ზედმეტად პატარა ხარ იმისათვის, რომ სროლა დამიბლოკოო.

ამას თავხედობაც აღარ ჰქვია.

ჰოდა, პასუხიც მალევე მიიღო, ბოლო მეოთხედში რივზმა მოათავსა თითქმის ისეთივე ორქულიანი და ანალოგიური ჟესტით გააჩუმა პატრიკ ბევერლი. პატარა კაცი ხარ, პატ.

ლეიკერსმა 121:110 მოიგო.

ორმაგი დუბლი შეასრულა ენტონი დევისმა – 39 წუთში 38 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკია მის ანგარიშზე. დევისმა 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/20 ზე.

ლებრონ ჯეიმსმა 31 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/19 ზე.

ჩიკაგოს შემადგენლობაში ვუჩევიჩი გამოირჩა ორმაგი დუბლით – 29 ქულა, 12 მოხსნა, 6 ასისტი. ნიკოლამ 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. ჩიკაგო აღმოსავლეთში მეათეა.

დალასი vs ფილადელფია

მიმდინარე რეგულარული სეზონის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა შეძლებს თუ ვერა დალასი პლეიოფებში თამაშს. გზად არასასურველი მეტოქე ერგოთ, ჰარდენისა და ემბიდის დუეტი დაბრუნდა.

ფილადელფიამ 116:108 მოიგო.

ემბიდი ისევ საუკეთესო იყო და მეორე ინტრიგაც შეგვახსენა – ვინ იქნება MVP? ემბიდი თუ იოკიჩი?

ჯოელის ანგარიშზე 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. ჩააგდო 3-დან 1 სამქულიანი. FG – 8/17 ზე. ის ერთი ბლოკი ბოლოსკენ იყო, ლუკა დონჩიჩს დაუბლოკა სროლა.

ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი მიითვალა – 15 ქულა, 12 ასისტი, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა. ჰარდენმა 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

ორმაგი დუბლია ლუკა დონჩიჩის ანგარიშზეც – 24 ქულა, 10 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ბლოკი. ლუკამ 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

ირვინგის ანგარიშზე 23 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაა. კაირიმ 7-დან 3 სამქულიანი ისროლა ზუსტად.

ფილადელფია აღმოსავლეთში მესამე ადგილზეა. დალასი კი დასავლეთ კონფერენციის მე-11 საფეხურზეა.

მემფისი vs კლიპერსი

არ იყო კავაი ლეონარდი, არც პოლ ჯორჯი, ლიდერობა თავის თავზე უესტბრუკმა აიღო და თამაში მოიგო. მემფისის დამარცხება ჯორჯისა და კავაის გარეშე დიდი საქმეა.

კლიპერსმა 141:132 მოიგო.

რასელ უესტბრუკმა კი ძველი რასი გაგვახსენა, განსაკუთრებით აგრესიული შესვლით ფარზე. მის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 35 წუთში 36 ქულა, 10 ასისტი, 4 მოხსნა, 2 ბლოკი. რასმა 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო!

დაბრუნების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჰქონდა ჯა მორანტს, მაგრამ მაინც რასის ჩრდილში მოექცა.

ჯას ანგარიშზე ასევე 35 წუთში 36 ქულა, 9 ასისტი, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრაა. ჯამ 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

დასავლეთ კონფერენციაში მემფისი მეორე ადგილზეა, კლიპერსი კი მეხუთე საფეხურს იკავებს.

ანგარიშები

  • ინდიანა – მილუოკი 131:149
  • ბრუკლინი – ჰიუსტონი 123:114
  • ნიქსი – მაიამი 101:92
  • ოკლაჰომა – დეტროიტი 107:106
  • სან ანტონიო – იუტა 117:128
  • ფინიქსი – მინესოტა 107:100
  • პორტლენდი – საკრამენტო 80:120
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე