სარჩევი
2023 ნოე 10, 14:17 შშ
2 წუთის საკითხავი

NBA-ში ორი შეხვედრა გაიმართა, მილუოკი ინდიანას, ორლანდო კი ატლანტას შეხვდა. ორივე მატჩი ძალიან დრამატული და საინტერესო გამოდგა. მილუოკი ვარსკვლავური შემადგენლობით იქცევს ყურადღებას, ორლანდოს კი მეტწილად გოგა ბითაძის გამო ვაკვირდებით გამადიდებელი შუშით.

პეისერსი vs ბაქსი

დავიწყოთ იმით რომ დემიან ლილარდს ტრავმის გამო არ უთამაშია. იანის ანტეტოკუნმპოს დიდებული შეხვედრა ჰქონდა და რაღაც მხრივ ჯორდანიც გამახსენა, ბევრი საერთო ამ ორ შეხვედრას შორის ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ერთი მთავარი მაინც შესამჩნევია – ძალიან მაგარი პერფორმანსის მერე ორივე დამარცხდა. ჯორდანი სელტიკსთან, პლეიოფში, ანტეტოკუნმპო კი ინდიანასთან.

პეისერსმა 126:124 მოიგო.

ბოლო სამიანი მიდლტონმა ზუსტად გაუშვა, მაგრამ ამით მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლო.

  • იანის ანტეტოკუნმპომ 36 წუთში 54 ქულა ჩააგდო! ცნობისთვის, იანისის კარიერის პიკი 55 ქულაა. ასევე, 12 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა. იანისმა მხოლოდ ერთი სამქულიანი ისროლა, არაზუსტად. FG – 19/25.
  • პეისერსის რიგებში ორმაგი დუბლით გამოირჩნენ ბენედიქტ მატურინი (26 ქ, 11 მ) და ტაირის ჰოლიბარტონი (29 ქ, 10 ა). ხოლო მაილს ტერნერმა შეხვედრა 21 ქულით დახურა.

ორლანდო vs ატლანტა

გუნდებმა სანახაობრივი შეხვედრა ჩაატარეს. თანაბარი თამაში იყო, განსაკუთრებით ბოლო მეოთხედი, ქულა ქულაში წავიდა, საბოლოოდ კი ატლანტამ იმარჯვა.

დიდი როლი ითამაშა ამ გამარჯვებაში ტრეი იანგმა, ყველაზე მაღალი დონის მოთამაშე სწორედ ის იყო პარკეტზე და მან გადაწყვიტა თამაშის ბედი. ძალიან სწორი მოქმედებით დაშალა ორლანდო.

თავის მხრივ, ბანჩეროს ჰქონდა შანსი გამარჯვების სამიანი ჩაეგდო, მაგრამ ვერ გამოდგა ზუსტი.

კარგი ამბავი ის არის რომ გოგა ბითაძე ძირითად ხუთეულს გაუშინაურდა, საჭირო წუთებსაც იღებს და რაც მთავარია პროდუქტიულად იყენებს.

  • ამჯერად გოგას ანგარიშზე 21 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 2 ბლოკია. FG – 5/7.
  • ჯეილენ საგსმა ყველაზე მეტი, 21 ქულა აიღო, პაოლო ბანჩეროს ანგარიშზე კი 17 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტია.
  • ტრეი იანგმა 34 წუთში 41 ქულა ჩააგდო, 15-დან 5 სამქულიანი ზუსტი იყო, პლუს 4 მოხსნა, 8 ასისტი და 3 ჩაჭრა.

ტრეი იანგი ჯერჯერობით ატლანტაშია, თუმცა, არ წყდება საუბარი იმაზე რომ ტრეი ტრეიდს მოითხოვს.