NBA – Game Seven Baby, Game Seveeen!

Game 6 ის ორი მატჩი გასხვავებული სცენარით წარიმართა და განსხვავებული შედეგით დასრულდა. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სერია დახურა, გოლდენ სტეიტს კი ზაზა ფაჩულიას სიტყვების გახსენება მოუწევს.

ლეიკერსი vs მემფისი

წავიდნენ სახლში მემფისელები. ცოტა არ იყოს დამამცირებლად. ოღონდ ეს დამცირება არა მეტოქეს, არამედ, თავიანთ თავს უნდა დააბრალონ, თავად ჩაიგდეს თავის ამ მდგომარეობაში და შედეგმაც არ დაახანა.

ზეიმობს შენონ შარპი!!!

გახსოვთ ალბათ სამი თვის წინ ლეიკერსისა და მემფისის შეხვედრის დროს კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მიმომხილველს ჯერ ბრუქსთან მოუვიდა კამათი, მერე ადამსთან, მორანტთან, მორანტის მამასთან და მთელ მემფისთან. შენონი ლებრონ ჯეიმსის დიდი გულშემატკივარია და წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა ამ შედეგის შემდეგ.

ლეიკერსმა მემფისი მიწასთან გაასწორა – 125:85. ამ დუელის შემდეგ ლეიკერსი ბევრად ერთიანი გუნდი გახდა, ახლა მათგან მოულოდნელი აღარაფერი იქნება. მემფისი 40 ქულით დაამარცხეს.

იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის, ბოლოს კი ის ხალხი იცინის, ვისაც თავზე გვირგვინი ადგას. ბრუქსი მხოლოდ მასხარა იქნებოდა გარდასულ დროში, ლებრონი კი დღესაც მეფეა.

მემფისიდან თამაში არავის წაუვიდა, ენტონი დევისმა ისე დააფარა ჯა მორანტს, ამის მერე მთელმა მემფისმა ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო. დაფარებაც არ ჰქვია ამას, უბრალოდ ნახტომში წაგლიჯა ბურთი, ხელიდან ხელში, როგორც უფროსები აწვალებენ პატარა ბავშვებს.

დევისი კედელივით დადგა, ლებრონი მშვენიერ ფორმაშია და რასელმაც დიდებული შეხვედრა ჩაატარა. ლეიკერსი ნამდვილად კარგი გუნდია.

ლებრონის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 5-დან ორი სამქულიანი ჩააგდო.

დევისმა 16 ქულა, 14 მოხსნა და 5 ბლოკი მიითვალა!

ლეიკერსი შემდეგ ეტაპზეა და საკრამენტოსა და გოლდენ სტეიტის გამარჯვებულს დაელოდება.

გოლდენ სტეიტი vs საკრამენტო

უორიორზი საკუთარ კედლებში თამაშობდა და მოლოდინიც გვქონდა, რომ სერიას დაასრულებდა, მაგრამ ისევ ზაზა ფაჩულიას რომ დავესესხოთ, – ნასინგ იზიიი!!! ასე მარტივად ვერავის მოუგებ.

საკრამენტომ გოლდენ სტეიტი ახლოს არ გაიკარა და დამაჯერებლად მოიგო – 118:99.

დე’არონ ფოქსმა უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში და Game 7-შიც მეფეების მთავარი იმედი იქნება.

ფოქსის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 26 ქულა, 11 ასისტი, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 ბლოკი. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

სტეფ კარიმ 29 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 12-დან 5 სამქულიანი გამოიყენა.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე