NBA – ემბიდმა იოკიჩთან მოიგო

NBA-ში სამი შეხვედრა გაიმართა. სამიდან ერთი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა, ბოლო წლებში არა მხოლოდ ორი გამორჩეული ცენტრის დუელს ვუყურებთ, არამედ MVP-ის ჯილდოსთვის ბრძოლას.

ჯოელ ემბიდი ნიკოლა იოკიჩის დენვერს შეხვდა და კიდევ ერთხელ დაამარცხა. ემბიდი იოკიჩის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მოტივირებულია, იოკიჩის სახეზე, თამაშზე და სხეულის ენაზე კი ამის ამოკითხვა შეუძლებელია, მისთვის თითქოს ყოველთვის ყველაფერი სულ ერთია.

ფილადელფია vs დენვერი

დენვერმა პირველი ნახევარი 38:36 მოიგო. კარგად დაიწყო ჯოელ ემბიდმა და პირველ მეოთხედში 14 ქულა ჰქონდა. კარგად გამოიყურებოდა ტაირის მაქსიც. დენვერმა კი ანდრე ჯორდანის ლამაზი დანქით შეძლო მოგება.

მეორე მეოთხედში სურათი არ შეცვლილა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ბოლო წუთებისთვის ფილადელფია უფრო აგრესიული გახდა და მცირე უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ჯამალ მარიმ სამქულიანით ანგარიში ისევ გაათანაბრა – 78:78.

ბოლო მეოთხედის დასაწყისისთვის ანგარიში 104:101 იყო დენვერის სასარგებლოდ. იკოკიჩი ტრადიცულად წარმართავდა გუნდის თამაშს, ვერ ვიტყვით რომ რომელიმე გუნდი რამეში დაიჩაგრა, უბრალოდ ყველაფერი ბოლო წუთებს უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ ემბიდმა სხვაგვარად განსაჯა. უფრო ადრე აფეთქდა, უფრო ადრე დაიწყო თამაშის მოგებაზე ფიქრო და ბოლო მეოთხედოს შუაწელს ფილადელფია 10 ქულით გაიქცა, ათივე ჯოელის ანგარიშზეა. ამ მონაკვეთში ემბიდმა იოკიჩს ყველაფერში აჯობა.

  • საბოლოოდ, ტაბლოზე 126:121 დაფიქსირდა ფილას სასარგებლოდ. თუმცა, ინტრიგა დიდი ხნის მკვდარი იყო, მკვლელობის ჩამდენი კი MVP – ჯოელ ემბიდია.
  • ჯოელის ანგარიშზე 39 წუთში 41 ქულა, 10 ასისტი, 7 მოხსნა და ერთი ბლოკია. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/22.
  • ჯოკერის ანგარიშზე 38 წუთში 25 ქულა, 19 მოხსნა, მოულოდნელად მხოლოდ 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 2-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო. FG – 11/20.
  • ტაირის მაქიმ 25 ქულა, 5 მოხსნა, 9 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. 9-დან 4 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 9/20.
  • ჯამალ მარის ანგარიშზე კი 17 ქულა, 10 ასისტი, 3 მოხსნა და 1 ბლოკია. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/16.

ფილადელფია (26/13) აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, ისევე როგორც დენვერი (28/14) დასავლეთში.

სიქსერსი მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქსთან გამართავს. დენვერი კი ბოსტონ სელტიკსს შეხვდება.

რეგულარული სეზონი

გარდა ცენტრალური შეხვედრისა კიდევ ორი მატჩი გაიმართა:

  • ფინიქსი vs საკრამენტო 119:117
  • კლიპერსი vs ოკლაჰომა 128:117
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე