სარჩევი
2023 მარ 26, 19:02 შშ
2 წუთის საკითხავი

NBA-ში ცენტრალური მატჩის დღე გვქონდა. დასავლეთისა და აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამარჯვებული დასავლეთი გამოვიდა.

დენვერი vs მილუოკი

ორივე ლიდერი პარკეტზე გახლდათ, იანისიც და იოკიჩიც. ხშირად ამბობენ, რომ იანისს კარგი გუნდი ჰყავს შემოკრებილი, იოკიჩი კი მარტოაო. არის ამაში დიდი სიმართლის მარცვალი, მარცვალი კი არა და კარგი დიდი ნაჭერი.

მატჩის დაწყების წინ ნიკოლა იოკიჩს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს. სრულიად დამსახურებულად.

დენვერმა დიდი უპირატესობით მოიგო – 129:106. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ იოკიჩმა ამჯერად სამმაგი დუბლის შესრულება ვერ შეძლო.

თამაშის პირველი ნახევარი თანაბრად წარიმართა. მილუოკმა პირველი მეოთხედი 1 ქულით მოიგო, მეორე მეოთხედი კი ორი ქულით. აი, მესამე მეოთხედში უპირატესობა დენვერმა იგდო და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

მესამე მეოთხედი 34:19 მოიგო, ხოლო ბოლო მეოთხედი 32:21.

ჯოკერის ანგარიშზე 32 წუთში 31 ქულა, 6 მოხსნა, 11 ასისტი და 1 ჩაჭრაა. იოკიჩმა 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG 10-20 ზე.

ანტეტოკუნმპოს ანგარიშზე ანალოგიურად, 32 წუთში 31 ქულაა. 9 მოხსნა, 4 ასისტი, 4 ჩაჭრა. 3 სამქულიანიდან ვერცერთი ვერ გამოიყენა. FG 13-22 ზე.

ასეთი მაჩვენებლები აჩვენეს ლიდერებმა. თითქმის თანაბარი. გამოდის, რომ დენვერს არც ისე სუსტი შემადგენლობა ჰყოლია, ყოველ შემთხვევაში, ჯამალ მარიმ და ჯეფ გრინმა ეს ნათლად დაგვანახეს.

კონფერენციებს კვლავინდებურად ეს ორი გუნდი ლიდერობს.

ფილადელფია vs ფინიქსი

ფინიქსმა ფილადელფია 20 ქულით დაამარცხა – 125:120.

გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, ფინიქსი 14 ქულით გაიქცა. ისევ ვერ თამაშობს კევინ დურანტი, ფინიქსი კი მის გარეშეც ახერხებს ფილადელფიას დამარცხებას.

თუმცა, აღვნიშნოთ ისიც, რომ ფილადელფიას ჯეიმს ჰარდენი გამოაკლდა აქილევსის ტრავმის გამო.

დევინ ბუკერის ანგარიშზე 29 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ბლოკია. დევინმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

კრის პოლმა 13 ქულა, 5 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. 3-დან 2 სამქულიანი კი ზუსტად ისროლა.

მარტო დარჩენილმა ჯოელ ემბიდმა 28 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ბლოკი მიითვალა. ჯოელმა 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ფილადელფია აღმოსავლეთში მესამე ადგილზეა. ფინიქსი კი დასავლეთში მეოთხე ადგილს იკავებს. აქაც დასავლეთი გამოვიდა გამარჯვებული.

ანგარიშები

  • ატლანტა – ინდიანა 143:130
  • მაიამი – ბრუკლინი 100:129
  • საკრამენტო – იუტა 121:113
  • კლიპერსი – ნიუ ორლეანი 110:131