სარჩევი

მორიგი შეხვედრები გაიმართა NBA-ში. დიდ ინტერესს იწვევდა კლივლენდისა და ბრუკლინის შეხვედრა. აღმოსავლეთ კონფერენციაში ეს გუნდები მესამე-მეოთხე ადგილებს იკავებენ.

მატჩი ბრუკლინის გამარჯვებით დასრულდა – 125:117. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბრუკლინმა პრობლემები უკან მოიტოვა. გუნდში სიტუაცია გამოსწორდა. დურანტი და ირვინგი ისევ იბრძოლებენ ბეჭდისთვის.

კლივლენდის შემადგენლობაში ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა დარიუს გარლანდს. 40 წუთში 46 ქულა, 3 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ბრუკლინის მხრიდან 32-32 ქულა აიღეს დურანტმა და ირვინგმა. კევინს 9 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. კაირის 4 მოხსნა და 5 პასი.

ნიუ ორლეან პელიკენსმა 113:93 დაამარცხა ინდიანა პეისერსი. ისევ არ უთამაშიათ ინგრამსა და უილიამსონს, თუმცა, პეისერსი მათ გარეშეც ახერხებს გამარჯვებას. ინდიანას ვალანჩუნასი და მაკკოლუმიც ეყო.

პელიკენსის ბალანსი 21:12 ზეა. ინდიანას კი 17-17 ზე.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

დეტროიტი – კლიპერსი 131:142

მაიამი – მინესოტა 113:110

ჩიკაგო – ჰიუსტონი 118:133

სან ანტონიო – იუტა 126:122

პორტლენდი – შარლოტი 124:113