სარჩევი
2022 დეკ 26, 14:02 შშ
1 წუთის საკითხავი

NBA-ში ორი მატჩი გაიმართა, ბოსტონმა მილუოკს უმასპინძლა, გოლდენ სტეიტმა მემფისს, ხოლო დენვერმა ფინიქსს.

ბოლო წლებში ბოსტონი და მილუოკი მთავარ მეტოქეებად იქცნენ, ორივე საჩემპიონო გუნდია, თანაც ზრდის პერსპექტივით. ბოსტონმა დამაჯერებლად მოიგო – 139:118.

ჯეისონ ტატუმმა 36 წუთში 41 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 29 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასია. მილუოკის მხრიდან საუკეთესო იყო იანის ანტეტოკუნმპო, 27 ქულით, 9 მოხსნითა და 3 პასით.

4 წუთი დაუთმეს სანდრო მამუკელაშვილს. კვლავინდებურად არ უთამაშია კრის მიდლტონს.

გოლდენ სტეიტმა 123:109 დაამარცხა მემფისი. ჯორდან პული პარკეტს დაუბრუნდა და ყველაზე მეტი ქულაც დააგროვა. 32 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

24 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა კლეი ტომპსონს. დრეიმონდ გრინის ანგარიშზე კი 13 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 3 ქულაა.

მოსაგებად ვერ აღმოჩნდა საკმარისი ჯა მორანტის 36 ქულა 41 წუთში. ჯამ ქულებს 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაც დაუმატა.

დენვერმა ოვერტაიმში დაამარცხა ფინიქსი, – 128:125. კიდევ ერთი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ნიკოლა იკოჩმა.

სერბმა 44 წუთში 41 ქულა, 15 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დენვერის ბალანსი 21:11 ზეა.

ნაადრევი მატჩი შედგა დალასსა და ლეიკერსს შორის. მასპინძლებმა 124:115 მოიგეს. დონჩიჩმა 32 ქულას, 9 მოხსნასა და 9 პასს მოუყარა თავი.

ჯეიმსის ანგარიშზე 38 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასია.