ბოსტონი შემდეგ ეტაპზეა და ფილადელფია სიქსერსს შეხვდება. დიდი მატჩის გველის წინ, არაფრის დიდებით, არცერთი შეხვედრა გამოსატოვებელი არ არის.
ბოსტონი vs ატლანტა
მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე, სხვაობა ექვსი ქულა იყო, ატლანტას აუტი უნდა მოეწოდებინა და ბოსტონმა თავი ისე დაიცვა, რომ სამჯერ ზედიზედ ვერ მოაწოდეს, ხან სმარტი იდგა მაგრად, ხან ჰორფორდი, გაყინეს ატლანტა აუტის ხაზთან. მეოთხე მცდელობა კი იმდენად არაზუსტი აღმოჩნდა, რომ ბურთი ბოსტონს დარჩა.
ალბათ ეს წამები საუკეთესო ილუსტრაცია იყო მთლიანად ამ შეხვედრისა.
ტრეი იანგს ბრწყინვალე პირველი მეოთხედი ჰქონდა, სრული მატჩიც მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ ბოსტონმა ბოლო მეოთხედში უფრო მეტი შეძლო, უფრო მეტი ძალაც შერჩა და უფრო მაღალი კლასიც აჩვენა.
იანგის ანგარიშზე 30 ქულა, 10 ასისტი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. ტრეიმ 12-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა ერთობლივად 62 ქულას მოუყარეს თავი. მიუხედავად მათი მომავალი მეტოქის დიდი პატივისცემისა, მიმდინარე სეზონში ალბათ საუკეთესო დუეტი აქვთ.
ტეიტუმის ანგარიშზე 30 ქულა, 14 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
ბრაუნის ანგარიშზე 32 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ბლოკია. 8-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მაღალი პროცენტით ისროლა.
2 მაისს პირველი შეხვედრა გაიმართება ბოსტონსა და ფილადელფიას შორის. ამ ეტაპზე საპლეიოფო შეხვედრებში ყველაზე დიდი ჯახი იქნება.