NBA – ლებრონმა დერბი მოიგო | ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი

საინტერესო შეხვედრები გაიმართა NBA-ში. რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსია ლოს ანჯელესური დერბი. თუმცა, კარგი იქნება თუ თხრობას და მიმოხილვას ჩვენიანით დავიწყებთ. გოგა ბითაძემ ისევ სასტარტოში ითამაშა და კარგი შედეგიც აჩვენა.

ორ სიტყვას ვიტყვით ასევე დალას მავერიქსზე, რომელსაც კაირი ირვინგი დაუბრუნდა, ნელ-ნელა ფორმაში შედის და უკეთეს სტატისტიკასაც ვხედავთ.

ორლანდო vs ატლანტა

ეს თამაში პაოლო ბანჩეროსა და ტრეი იანგის დუელად მოინათლა. ზედაპირულად თუ შევხედავთ ეს დუელი ბანჩერომ მოიგო – უფრო მეტი ქულა დააგროვა და მისმა გუნდმაც გაიმარჯვა.

ორლანდოს შემადგენლობაში ბანჩეროს გარდა მხოლოდ გოგა ბითაძემ შეძლო ორმაგი დუბლის შესრულება. მატჩამდე იწერებოდა, რომ კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებდა, მაგრამ გოგა დაბრუნდა და ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრაც ჩაატარა მიმდინარე სეზონში.

მაინც მისი სადებიუტო სეზონი გამახსენდა, ბევრი უაზრო ფოლი და ერთი საგულისხმო ამბავიც – დაცემულ კაცს ყოველთვის სთავაზობს დახმარებას ფეხზე წამოსაყენებლად. თავის დროზე საბონისმა და მაილზმა უთხრეს, რომ NBA-ში ამას მხოლოდ თანაგუნდელები აკეთებენ, მაგრამ ინსტიქტი მაინც თავისას შვება – მეტოქე ეცემა და გოგა მიდის დასახმარებლად.

ძირითადი დრო ტრეი იანგის დამსახურებით 105:105 დასრულდა. შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ორლანდო უკეთესი გუნდი აღმოჩნდა.

საბოლოოდ ორლანდომ 117:110 მოიგო.

  • ბანჩეროს ანგარიშზე 35 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/29.
  • ტრეი იანგის ანგარიშზე 31 ქულა, 4 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. ტრეიმ 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/23.
  • გოგას 28 წუთი დაუთმეს, ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, 14 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ბლოკი დააგროვა. FG – 5/6.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ორლანდო მეოთხე ადგილზეა, ატლანტა მეთორმეტეზე. მეჯიქი მომდევნო შეხვედრაში მინესოტას დაუპირისპირდება, ჰოუქსის მეტოქე კი ფილადელფია სიქსერსი იქნება.

ლეიკერსი vs კლიპერსი

თამაში კლიპერსის უპირატესობით დაიწყო. დრო და დრო მეფე ამოქაჩავდა ხოლმე, შეამცირებდა დისტანციას, მაგრამ კლიპერსი პირველ ნახევარში მაინც წინ გადიოდა და ლოგიკურად მოიგო კიდეც – 53:49.

მერე კიდე 39 წლის კაცი კიდვ ერთხელ გაფრინდა! ლებრონი ისეთ ასაკშია, ახლა ყოველ ასეთ აწევას ოვაცია და განსაკუთრებული აღნიშვნა მოჰყვება. მისგან არ გვიკვირს, უბრალოდ ცხოვრებისეული კანონზომიერების რღვევა გვაკვირვებს.

პოლ ჯორჯს თავზე გადააფრინდა!

ამის მერე, რა თქმა უნდა, ლეიკერსი თამაშს მატრიალებდა. მესამე მეოთხედი მათი გამარჯვებით დასრულდა – 81:77.

ბოლო მეოთხედში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ლეიკერსი მაინც უფრო დამაჯერებელი იყო – 106:103.

  • ლებრონის ანგარიშზე 25 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/19.
  • დევისის ანგარიშზე 22 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. FG – 10/15.
  • ზუბაკის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 22 ქულა, 19 მოხსნა. კავაიმ 15 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა, პოლ ჯორჯმა 22 ქულას მოუყარა თავი, ჯეიმს ჰარდენმა კი 15 ქულას 9 ასისტი მიუმატა. რას უესტბრუკი მოკრძალებული იყო – 7 ქულა, 3 ასისტი.

რეგულარული სეზონი

  • ბრუკლინი vs პორტლენდი – 127:134
    მიკალ ბრიჯისმა 42 ქულა ჩააგდო.
  • საკრამენტო vs პელიკანსი – 100:133
    სიჯეი მაკოლუმმა 30 ქულა ჩააგდო.
  • დალასი vs მინესოტა – 115:108
    ლუკამ და კაირიმ საერთო ჯამში 69 ქულა ჩააგდეს.
  • დენვერი vs დეტროიტი – 131:114
  • ფინიქსი vs მემფისი – 115:121
    ჯა მორანტს არ უთამაშია. ქეი დის ანგარიშზე ორმაგი დუბლია (23 ქ, 10 მ)
  • გოლდენ სტეიტი vs ტორონტო – 133:118
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე