NBA – ბითაძის 14 წუთი და მოგება

ორი დღის წინ პელიკანსის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზაიონ უილიამსონი ორ კვირაში დაბრუნდება. NBA-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე კი 18 დღეა დარჩენილი.

თუ ზაიონი დათქმულ დროს დაბრუნდა, მხოლოდ სამი შეხვედრის ჩატარებას მოასწრებს რეგულარული სეზონის ბოლომდე. თუმცა, დათქმულ დროს აქამდე არასდროს დაბრუნებულა.

თუნდაც დაბრუნდეს, პელიკანსს ძალიან გაუჭირდება საპლეიოფო ზონაში მოხვედრა. არადა, ზაიონთან ერთად, სულ სხვა გუნდთან გვქონდა საქმე და ერთ-ერთ ფავორიტადაც განიხილებოდნენ.

ასეა საქმე. ისევ ძალიან საეჭვოა, რომ ზაიონისა და ინგრამის დუეტი ვიხილოთ პლეიოფში. ჯერჯერობით იმ ხალხის ვარაუდი მართლდება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ასეთი წონით უილიამსონი ტრავმებს ვერ მოერეოდა.

პელიკანსი vs შარლოტი

იოლი მეტოქე ჰყავდათ და მარტივად მოიგეს, – 115:96.

ზაიონის არყოფნაში, რა თქმა უნდა, ბრენდონ ინგრამია საუკეთესო. ინგრამმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 30 ქულა, 11 მოხსნა, 10 ასისტი, 1 ჩაჭრა. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ორმაგი დუბლი შეასრულა იონას ვალანჩუნასმა – 20 ქულა, 19 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა.

პელიკანსი მეათე ადგილზეა, თუმცა, ერთი თამაშით მეტი აქვს იუტასთან შედარებით, რომელიც მათი მთავარი კონკურენტი იქნება პლეი-ინში მოსახვედრად.

ორლანდო vs ნიქსი

გოგა სტაბილურად ყველა შეხვედრას არ თამაშობს, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო იმაზე მეტ დროს იღებს, ვიდრე ინდიანაში იღებდა.

ორლანდომ ნიუ იორკ ნიქსი 111:106 დაამარცხა.

ბითაძემ 14 წუთი გაატარა პარკეტზე. 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი. ასეთი იყო გოგას მონაგარი. 14 წუთში მხოლოდ ერთი ორქულიანი ესროლა, რაც ძალიან ცოტაა და შედეგზეც აისახა.

ანგარიშები

  • ბრუკლინი vs კლივლენდი 114:116
  • კლიპერსი vs ოკლაჰომა 127:105
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე