სარჩევი
2023 იან 07, 13:46 შშ
2 წუთის საკითხავი

NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. დენვერ ნაგეთსმა კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა და 121:108 დაამარცხა.

არ უთამაშია დონოვან მიჩელს. ისტორიული მატჩის შემდეგ, როცა მიჩელმა 71 ქულა ჩააგდო, მის მიმართ ინტერესი მაქსიმალურად გაიზარდა, თუმცა, ამჯერად პარკეტზე არ ყოფილა.

დარიუს გარლანდის 21 და ლევერტის 22 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატების მისაღწევად.

დენვერის შემადგენლობაში ტრადიციულად საუკეთესო იყო ნიკოლა იოკიჩი. 35 წუთში 28 ქულა, 15 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

დენვერის ბალანსი 26-13 ზეა, კლივლენდის 25-15 ზე.

დენვერ ნაგეთსი დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.

ემბიდის გარეშე

ფილადელფია სიქსერსმა ჩიკაგო ბულსს უმასპინძლა და 112:126 დამარცხდა. კვლავ არ უთამაშია ჯოელ ემბიდს. მის არყოფნაში ტაირის მაქსიმ 26 ქულა, 3 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 17 ქულა, 7 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემაა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზაკ ლავინი გახდა, – 38 წუთში 41 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

19 ქულა, 18 მოხსნა 10 პასი, – ასეთია ნიკოლა ვუჩევიჩის მონაგარი. პატრიკ უილიამსს 18 ქულა ჰქონდა, დემარ დეროზანს – 12.

პელიკანსს ისევ პრობლემები აქვს

ნიუ ორლეან პელიკანსი ბრუკლინთან 102:108 დამარცხდა. პელიკანსის მარცხი არავის უკვირს, რადგან ტრადიციულ სურათს დავუბრუნდით, არც ინგრამია პარკეტზე, აღარც უილიამსონი.

მათ არყოფნაში სიჯეი მაკოლუმმა 28 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 23 ქულა ჰქონდა ნაჯი მარშალს.

კევინ დურანტმა 33 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. კაირი ირვინგის ანგარიშზე 19 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასია.

გოგას 5 წუთი

ინდიანამ 108:99 დაამარცხა პორტლენდი. 5 წუთი დაუთმეს გოგა ბითაძეს. გოგას ანგარიშზე 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემაა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ტორონტო – ნიუ იორკ ნიქსი 108:112

მილუოკი – შარლოტი 109:138

ოკლაჰომა – ვაშინგტონი 127:110

სან ანტონიო – დეტროიტი 121:109

მინესოტა – კლიპერსი 128:115

ფინიქსი – მაიამი 96:104

ლეიკერსი – ატლანტა 130:114