მაიამი ბატლერის, პელიკანსი ზაიონის გარეშე

მაიამი ჰიტმა და ნიუ ორლეან პელიკანსმა ფლეი ინის პირველი შეხვედრები წააგეს. მეორე შანსი მიიღეს, მაგრამ მთავარი ლიდერების გარეშე მოუწევთ თამაში, არადა, ჯიმი ბატლერი ფლეი ოფში ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს მოთამაშე კალათბურთელებს შორის, ზაიონ უილიამსონმა კი შესაძლოა, კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ტრავმას მაინც ვერ აცდა.

პელიკანსი ლეიკერსთან დამარცხდა. ზაიონმა 40 ქულა აიღო და თავის გუნდში ორი თავით მაღლა იდგა ყველა დანარჩენზე. დიდი ხნის მანძილზე ველოდით ზაიონის საპლეიოფო დებიუტს და კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი მოგვიწევს მოცდა.

უილიამსონმა კუნთის ტრავმა მიიღო. პელიკანსი თუნდაც გაცდეს საკრამენტოს და პლეიოფში გავიდეს, რთულად სავარაუდოა რომ ოკლაჰომასთან შეძლონ ზაიონის გარეშე მოგება. ეგ კი არა, ზაიონთან ერთად მოუგებენ თუ არა ეგეც საკითხავია. უბრალოდ, უილიამსონი ოკლაჰომასთან დაბრუნებას ვერანაირად ვერ მოასწრებს.

თუმცა, იქამდე გზაა გასავლელი და ეგეც რთული წარმოსადგენია საკრამენტოს გასცდნენ. საბონისისა და ფოქსის გუნდის დაჯაბვნა, მხოლოდ ინგრამისა და მაკკოლუმის ხარჯზე ძალიან გაჭირდება.

ზაიონს გამოჩენის დღიდან დიდი ფსიქოლოგიური ბრძოლა აქვს. მიმდინარე სეზონში თითქოს შეძლო ბარიერის გადალახვა, მთელი სეზონი ფრთხილობდა, ისიც და სამწვრთნელო გუნდიც, იმისათვის რომ როგორმე საუკეთესო დროს ჯანმრთელი ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა.

ზაიონის გამოჯანმრთელების ვადა მინიმუმ ორი კვირაა. თუმცა, მისი ჯანმრთელობით გარისკვა არ ღირს.

Jimmy Out!

ჯიმი ბატლერის მაიამი ფილადელფია სიქსერთან დამარცხდა. ჯიმიმ პირველ ნახევარში დაიზიანა მუხლი. მყესია დაზიანებული, თუმცა, ითქვა რამდენიმე კვირას გამოტოვებსო, რაც ნიშნავს იმას, რომ არ გაწყვეტილა, მხოლოდ დაჭიმულია. ჯიმის შეცდომა კი ალბათ ის იყო, რომ პარკეტი მაშინვე არ დატოვა, თამაში ტრავმით განაგრძო.

ასეთია ჯიმი ბატლერი, პლეიოფებში გამარჯვების წყურვილი გაორმაგებული აქვს და მერე მისი შეჩერება ძალიან რთულდება. ამჯერად ტრავმამ გააჩერა.

მაიამი ჰიტი ჩიკაგო ბულზს ჯიმი ბატლერის გარეშე შეხვდება და აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფის ბოლო გუნდის ვინაობას გაარკვევს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე