სარჩევი
2022 დეკ 16, 13:14 შშ
1 წუთის საკითხავი

NBA-ში რეგულარული სეზონის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ჰიუსტონმა მაიამის უმასპინძლა და 108:111 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო იყო მაიამელი ტაილერ ჰერო, – 40 წუთში 41 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ჯიმი ბატლერს 20 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა.

ჰიუსტონიდან ყველაზე მეტი, 22 ქულა დააგროვა ჯეილენ გრინმა, პლუს 5 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა.

მემფისმა მოულოდნელად 142:101 გაანადგურა მილუოკი. მხოლოდ 26 წუთი ითამაშა ჯა მორანტმა, თუმცა, ამ დროის მანძილზე 25 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მილუოკიდან 19-19 ქულას მოუყარეს თავი იანისმა და ბობი პორტისმა.

მემფისის ბალანსი 19-9 არის, მილუოკის 20-8.

იუტამ ისევ დაამარცხა ნიუ ორლეან პელიკენსი, ამჯერად 132:129, ძირითადი დრო 123:123 დასრულდა, ოვერტაიმში კი იუტამ იმარჯვა. ისევ იფრინა ჯორდან კლარკსონმა, – 39 წუთში 39 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. 31 ქულას მოუყარა თავი ლორი მაკკარენს, პლუს 5 მოხსნა და 3 პასი.

პელიკენსიდან საუკეთესო იყო ზაიონ უილიამსონი, 31 ქულით, 8 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით. 28 ქულა ჰქონდა სიჯეი მოკკოლუმს, ბრენდონ ინგრამს კი ისევ არ უთამაშია.

ლოს ანჯელეს კლიპერსმა ფინიქს სანს უმასპინძლა და 95:111 დამარცხდა. კლიპერსიდან ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა ტერენს მანმა, – 22 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი.

ფინიქსის შემადგენლობაში კი მიკან ბრიჯისი გამოირჩა 27 ქულით, რომელსაც 6 მოხსნაც შემატა.

კლიპერსის ბალანსი 17-14 ია, ფინიქსის – 17-12.