სარჩევი
2023 მარ 02, 12:28 შშ
0 წუთის საკითხავი

სანდრო მამუკელაშვილმა მილუოკ ბაქსთან კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია სად გააგღძელებს კარიერას ქართველი მოთამაშე.

მილუოკი სანდროს გუნდის მოძებნაში დაეხმარება. ისევე როგორც ინდიანა დაეხმარა ბითაძეს. ქართველს არასაკმარისი დრო ეძლეოდა და ურთიერთობის გაწყვეტა ორივე მხარისთვის სასარგებლო უნდა იყოს.

როგორც მინიმუმ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანდრომ დიდი გამოცდილება შეიძინა. ითამაშა მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით, რაც მომდევნო ეტაპის დაგეგმვაში უნდა დაეხმაროს. ამით არაფერი დასრულებულა, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება.

სანდრომ მილუოკის შემადგენლობაში 65 მატჩი ჩაატარა. მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზეა და NBA-ის მოიგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.