მილუოკმა ჩიკაგო 112:100 დაამარცხა. 21 წუთი დაუთმეს სანდრო მამუკელაშვილს, მილუოკი კი შესანიშნავ ფორმაშია.
ჩიკაგომ დეროზანი მოისაკლისა, ორმაგი დუბლი შეასრულა ნიკოლა ვუჩევიჩმა, – 22 ქულა, 16 მოხსნა და 3 ასისტი.
18 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი ჰქონდა ზაკ ლავინს.
იანის ატენტოკუნმპო მილუოკის ისტორიაში საუკეთესო მეპასე გახდა. ცოტა ხანში კი ხელი დაიზიანა და პარკეტი დატოვა. არადა, სულ რამდენიმე დღეში ოლ სთარია.
იანისი მხოლოდ 9 წუთის მანძილზე იყო თამაშში, ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.
ბრუკ ლოპესმა თამაში 33 ქულით, შვიდი მოხსნითა და 2 ასისტით დაასრულა.
რაც მთავარია, დიდი დრო მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა, 21 წუთის მანძილზე სანდრომ გუნდს 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი შესძინა.
ისროლა 4 სამქულიანი, თუმცა, ვერცერთი ვერ გამოიყენა.
მილუოკის ბალანსი 41-17 ზეა.