სარჩევი
2023 მარ 22, 13:03 შშ
1 წუთის საკითხავი

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში პირადი რეკორდი დაამყარა და ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მართლდება მოსაზრება, რომ სანდრო განვითარებისთვის იდეალურ ადგილზე აღმოჩნდა.

ნიუ ორლეან პელიკანსმა 119:84 დაამარცხა სან ანტონიო.

ზაიონ უილიამსონი ისევ უქმად არის, ბრენდონ ინგრამი კი ფორმაში შევიდა და გუნდს ლიდერობს – 32 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ბლოკი. ასეთია ინგრამის მონაგარი.

ორმაგი დუბლი შეასრულა ვალანჩუნასმა – 19 ქულა, 15 მოხსნა, 5 ასისტი.

სან ანტონიოს შემადგენლობაში კი საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო. სანდრომ 25 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. მამუკელაშვილმა 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG-ი – 7-14 ზე.

სანდრომ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პირველი წუთები განსაკუთრებით ეფექტური გამოუვიდა.